logo_geo
ბონდო მძინარაშვილი: ახლა ხომ გასაგებია, ვინ არის გრეგოროვა და რამდენი ასეთი გრეგოროვა გველაპარაკება ყოველდღიურად ქართულად?!
- +

14 ივნისი. 2022. 15:10

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„მარკეტა გრეგოროვაზე როცა ბრაზობთ, წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია.

 

წარმოიდგინეთ?!

 

კარგია, ხომ?!

 

მშვენიერი!

 

ჰოდა, რაკი საქართველო უკვე ევროკავშირის წევრია, ახლა წარმოიდგინეთ, რომ რომელიღაც ევროპული ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებამდე იმ ქვეყნის შესახებ რეზოლუციაზე მსჯელობისას ევროპარლამენტში საქართველოდან სიტყვით გამოდის ვინმე სამადაშვილი ან ვინმე ლომჯარია, ვინმე გიგაური ან ვინმე პატარაია, ვინმე წითლიძე ან ვინმე... ვინმე, რა, და ლაპარაკობს!

 

რას იტყვის და როგორ იტყვის?!

 

დიახ, იმას და ისე, როგორც ვინმე გრეგოროვა!

 

ახლა ხომ გასაგებია, ვინ არის გრეგოროვა და რამდენი ასეთი გრეგოროვა გველაპარაკება ყოველდღიურად ქართულად?!

 

იმედია, ცოტა მაინც მოგეშვათ!

 

ანდა, - პირიქით!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

big_banner
არქივი