logo_geo
შალვა პაპუაშვილი: სანნა მარინმა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ
- +

15 ივნისი. 2022. 21:37

 

 

“ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, სანნა მარინისთან შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. ის ერთ-ერთია, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს სხდომაში და გადაწყვეტილებას იღებს კანდიდატობის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, სანნა მარინმა გამოხატა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ.

 

„ახლა მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ქართველმა ხალხმა მიიღოს ევროკავშირისგან სოლიდარობის დასტური და მეორეს მხრივ, ევროკავშირმა გააგზავნოს ცალსახა სიგნალი რუსეთის მიმართ, რომ მეზობელი ქვეყნების ნების საწინააღმდეგოდ მათი ე.წ. გავლენის ზონაში მოქცევის შესაძლებლობას არ მისცემს.

 

პრემიერ-მინისტრმა სანნა მარინმა გამოხატა ფინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ“, წერს შალვა პაპუაშვილი.

 

 

big_banner
არქივი