logo_geo
ამირან სალუქვაძე: რუსეთიდან რომ ფინანსდებიან, ეს კი არაა იმდენი პრობლემა, თავს მედასავლეთეებად რომ გვატენიან
- +

16 ივნისი. 2022. 17:50

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„დაიწვა ფსბ-ს ლეგენდა და აიჭრა...

 

ატმისკურკისხელა, ჭერმისკურკისხელა, მარინის თეატრი, მოსფილმი, "ბალშოი" თეატრი, ლარისა ივანოვნა...

 

მოსკოვში იმიტომ ვისწავლე, ფული არ მქონდაო...

 

ამ დროს 25 წელია მილიონები მოდის ჰონორარადო...

 

ისე, სხვის ქონებას რომ დასდევენ, კარგა მოზრდილ სახლში ცხოვრობს, პრესტიჟულ ადგილას, ჰოდა სწავლის მერე იშოვა, თუ მანამდე?

 

მანამდე ხომ არ ჰქონდა?

 

თუ არა, ჰონორარებს იღებდა...

 

მოკლედ, აჭრილ რძესავითაა...

 

ჩაყევით ბოლომდე, გამოიძიეთ...

 

ბიძინას ფულს დასდევენ ხაზინის "სოსკას" მოგლეჯილები.

 

ერთი გიგაურის "გამჭვირვალეობის" ფბ გვერდზეც შედით, როგორ აქვთ აპინული ივანიშვილის "კავშირების" სქემა. საინტერესოა ხოშტარიას რუსული ფულის სქემას თუ გამოფენენ?!

 

ჰოდა, ეს ტიპები იფხრიწავენ იოგებს მედასავლეთეობაზე, მინდია გულუას მემკვიდრე "სირცხვილია" და ხოშტარიას პარტია "ტროა".

 

მოკლედ, თქვენი ადგილი პოლიტიკაში არაა.

 

რუსეთიდან რომ ფინანსდებიან, ეს კი არაა იმდენი პრობლემა, თავს მედასავლეთეებად რომ გვატენიან.

 

როგორც ამათი სულიერი ძმა, არესტოვიჩი იტყოდა, რუსეთს ყველა ქვეყანაში ყველა მასტის გავლენის ჯგუფები ჰყავს: პრორუსულები, მედასავლეთეები, პატრიოტები...

 

ხელისუფლებაში როცა იყვნენ, რუსული სიმღერები აკრძალეს, თავად რუსული თეატრიდან თუ თეატრებიდან მილიონებს იღებენ.

 

არ დაგავიწყდეთ, ეს ბიუჯეტის ფულია.

 

კრემლიდანო, თქვა და ვინ თქვა კრემლიდანო?! თეატრიდან...

 

წადით სახლებში, ჩავარდა პროექტი.

 

სასაცილო ისაა, ნაცმოძრაობის თავმჯდომარე რომ იცავს. ჰო, სააკაშვილის კომენტარი გვაინტერესებს, არ ვიცნობო ხომ არ თქვა?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

big_banner
არქივი