logo_geo
პაატა ქურდაძე: სახელმწიფო ეთიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოქალაქეთა ეთიკურობის ხარისხს
- +

29 ნოემბერი. 2016. 22:35



მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

„ბინა, რომელშიც 1998 წლიდან ვცხოვრობ, მე და ჩემმა მეუღლემ ნაწილობრივ საბანკო სესხის საშუალებით შევიძინეთ. სანამ სესხს დაგვიმტკიცებდა, ბანკმა (ჩემი მეუღლის ბანკია მას შემდეგ, რაც პირველი ანგარიში გახსნა, აგრეთვე ჩემიც) - სული ამოგვხადა იმდენი ცნობა მოგვატანინა, იმდენი იფიქრა... მარტო გარანტია იმისა, რომ ორივეს მუდმივი შემოსავალი გვქონდა, არ აღმოჩნდა საკმარისი. დაიანგარიშეს ყოველთვიურად კრედიტის გადახდის შემდეგ რამდენი დაგვრჩებოდა საცხოვრებლად, ეყოფოდა თუ არა ეს თანხა ჩვენი ორი მცირეწლოვანი შვილის ღირსეულად აღზრდას და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ რომ ამ კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდით, რომ სესხი სულს არ ამოგვხდიდა და ჩვენი ცხოვრების დონე ძალიან არ დაეცემოდა გაგვიფორმეს კრედიტი.

 

ორგანიზაცია, რომელიც სესხს გაძლევს მანქანის ან ბინის სანაცვლოდ არის რაღაც ლომბარდის მსგავსი ჟულიკების დაწესებულება, რომელიც ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს, მხოლოდ იმ არგუმენტზე დაყრდნობით რომ თუ ჭკუა გაქვს არ უნდა მოტყუვდე... განსაკუთრებით კომიკურია, როდეაც ამას გიმტკიცებს კანაბისის დეკრიმინალიზაციის მოწინააღმდეგე ხალხი... ნუ მოწევ და ეგ არის! რა გაძალებს ვინმე?

 

სახელმწიფო არ უნდა უგებდეს მსუყე ლუკმიან ხაფანგებს თავის მოქალაქეებს, რადგან მოქალაქები ყველანი მაძღარები არ არიან, მშიერ კუჭზე კი საბედისწერო შეცდომის დაშვებაზე ადვილი არაფერია.

 

სახელმწიფო ეთიკა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის მოქალაქეთა ეთიკურობის ხარისხს",- წერს ქურდაძე. 


 

 

 

big_banner
არქივი