logo_geo
ნატო დუმბაძე: გაუმარჯოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს!
- +

5 აგვისტო. 2022. 19:00

 

 

პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მოკლედ, ეს ორი კვირა რაღაც საქმეები მაქვს და მიწევს ყოველ დღე გარეთ გასვლა, მოგეხსენებათ. აქ როგორც ამბობენ „გაჭირვებულ“ ქვეყანაში ყველა ოჯახის წევრს მანქანა ჰყავს დღეს (ღმერთმა ათი მიცეს), მე ვერ  გავუძელი ასეთ მოძრაობას და  ამის გამო გავყიდე  მოკლედ ავტომობილი. ჰოდა, ამიტომ მიწევს ტაქსით სიარული, ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ მძღოლებს აქვთ გაქანებული ნევროზი  და ხშირად ფეხით სიარული მირჩევნია. იმ დღეს ძალიან  ცხელოდა და გამოვიძახე, დამიწერა 10 წუთი მოლოდინი, გავაუქმე და შევეგუე ბედს, რომ 37 გრადუსში ვაკის პარკიდან მრგვალ ბაღამდე ფეხით. ამ  ფიქრის დროს უცებ  გაჩერდა ავტობუსი, მივქანდი და ავვარდი, არც ის ვიცოდი, სად მიდიოდა, ნომერიც კი არ ვიცი დღესაც. ავედი, ავედი და გავოცდი.

 

მართლა გავოცდი - ჯერ ხომ ძირძველი ვაკელები  შემხვდნენ, ყველა კარგი სალმით, მოკითხვით და კახის მადლობა უთხარიო, ეს რა კარგი რამე გააკეთაო (აქ თუ დავწერ და გადასცემენ,  კახის ისე ვერ ვნახულობ), მერე  კიდევ ბევრი ახალგაზრდა, ლამაზები კარგები, კონდიციონერიც გადასარევად  უბერავდა და როგორ აღმოვჩნდი  წამში სახლთან, ვერ გავიგე. მოკლედ, არც საცობი, არც ნევროზიანი მძღოლები. ასე  არხეინად და წამში მოვსრიალდი სახლში.

 

გაუმარჯოს საზოგადოებრივ ტრანსპორტს“, - წერს ნატო დუმბაძე.

 

 

big_banner
არქივი