logo_geo
მიხეილ აბაიშვილი: გაანებეთ ამ ბიჭს თავი, აცალეთ წყნარ ვითარებაში მობილიზება და მომზადება!
- +

30 აგვისტო. 2022. 10:15

 

 

სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ჟურნალისტი მიხეილ აბაიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ნაპოლის“ თამაშის დღე რომ ახლოვდება, ქართულ სპორტულ მედიაში, საფეხბურთო დახურულ ჯგუფებში, მეგობრების თუ არამეგობრების „კედლებზე“ სრული ისტერია იწყება პირობითი სათაურით „კვარა“. ყველა იმას განიხილავს, თუ რამდენ გოლს გაიტანს, რამდენ საგოლე პასს გასცემს, როგორ დაამხობს ენფილდზე „ლივერპულს“ თავზე ყველაფერს, როგორ აუღებს „აბაროტს“ „აიაქსს“, როგორ დაიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს, როგორ დააბრუნებს საქართველოში მილიონობით ემიგრანტს, როგორ დაამთავრებს რუსეთ-უკრაინის ომს და რომელი ერთი ჩამოვთვალო.  ასე უკვე არაერთი უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი დავღუპეთ და მოვინელეთ, ახლა ხვიჩას რიგი დადგა? ვერც კი ხვდებით, რა განუზომელ ფსიქოლოგიურ სტრესსა და წნეხში ამყოფებთ 21 წლის ყმაწვილს, რომელიც ეროვნული ლიგიდან „სერია A“-ში გადაბარგდა და პროგრესს, საკუთარი კარიერის აწყობას და განვითარებას ცდილობს. ასეთ წნეხს და  პასუხისმგებლობას ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ გაუძლებს. იმავეს იძახის „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი. გაანებეთ ამ ბიჭს თავი, აცალეთ წყნარ ვითარებაში მობილიზება და მომზადება!“ - წერს მიხეილ აბაიშვილი.

 

 

big_banner
არქივი