logo_geo
ცოტნე გამსახურდია: საზოგადოების დახმარება დამჭირდება...
- +

30 ნოემბერი. 2016. 02:38



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში პროკურატურას თითქმის ყველაფერი გამოძიებული აქვს, მაგრამ მისივე თქმით, სპეციალურად დამუხრუჭებულია პროცესები, რადგან არ არსებობს მკაფიო პოლიტიკური ნება.


„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეში, ფაქტობრივი გარემოებები პრაქტიკულად დადგენილია, პროკურატურას თითქმის ყველაფერი გამოძიებული აქვს, მაგრამ სპეციალურად დამუხრუჭებულია პროცესები, რადგან არ არსებობს მკაფიო პოლიტიკური ნება! უახლოეს მომავალში საზოგადოებას დეტალურად გავაცნობ, რა ხდება, და ვისაუბრებ კონკრეტული ფიგურების დამოკიდებულებებზე ამ საქმის მიმართ ხელისუფლებაში!

 

და თქვენი, საზოგადოების დახმარება დამჭირდება. ახლა მაინც დაეხმარეთ ადამიანს, ვინც საკუთარი ცხოვრება და სიცოცხლე შესწირა ქვეყანას", - წერს ცოტნე გამსახურიდა.


 

 

 

big_banner
არქივი