logo_geo
სანდრო ბრეგაძე: ხოშტერიების ოჯახი, ყველა კრიტერიუმით, საერთაშორისო სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს!
- +

26 სექტემბერი. 2022. 00:09

 

 

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ხოშტერიების ოჯახი, ყველა კრიტერიუმით, საერთაშორისო სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს!

 

დღეს ელენე ხოშტარიამ ღიად აღიარა, რომ ფულს - დაფინანსებას იღებს პატიმრების გამაუპატიურებელი, ბიუჯეტის მძარცველი, საერთაშორისო დამნაშავე, ძებნილი დავით კეზერაშვილისგან, ხოლო 1 თვით ადრე მანვე აღიარა, რომ მისი ოჯახი ყოველთვიურად რუსეთის ხელისუფლებისგან  იღებს დაფინანსებას️!

 

ამ ბინძურ დედაკაცს 2 დაფინანსების წყარო აქვს - ძებნილი კეზერაშვილი და კრემლი️!

 

უტიფრობის პიკია, რომ მას ჰყოფნის თავხედობა და სხვებისთვის ითხოვს საერთაშორისო სანქციების დაწესებას!

 

წესით და რიგით, კრემლთან თანამშრომლობის და საერთაშორისო დამნაშავე კეზერაშვილთან კავშირების გამო თავად ლЯკა ხოშტერიას უნდა დაუწესდეს სანქციები - ეს დრო მალე დადგება“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

big_banner
არქივი