logo_geo
ლაშა გეგეჭკორი: 1.8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს - მუზეუმში
- +

26 სექტემბერი. 2022. 13:11

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი ოროზმანის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ჯერ იყო და პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“ გამოაცხადეს და ათასობით ადამიანი უკბილოდ დატოვეს.

 

კულტურის სამინისტრომ ოროზმანის (დმანისი) არქეოლოგიური ექსპედიცია დააფინანსა, იქ აღმოჩნდა 1.8 მილიონი წლით დათარიღებული უძველესი ადამიანის კბილი და სახლში წაიღეს!

 

ჩვენ ვიპოვეთო…

 

ვინც დააფინანსა, იმან იპოვა.

 

კბილი დაცულია იქ, სადაც უნდა იყოს - მუზეუმში.

 

„თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“, - ნათქვამია.

 

თვალი ვერ მოასწრეს ნაცებმა, ბიძინამ მოუსწრო 2012 წელს“, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

big_banner
არქივი