logo_geo
რომან გოცირიძე: მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ, არამედ მეტი სკოლები
- +

16 ნოემბერი. 2022. 12:54

 

 

„მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები“, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა.

 

„ერთ ფოტოზე მოცემულია ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყნების ათეული. აქედან ხუთი მართლმადიდებელი სახელმწიფოა. საქართველო ლიდერებს შორისაა. მეორე ფოტოზე ასახულია მსოფლიოში ცხოვრების დონით (რამდენიმე მაჩვენებლიდანაა გამოყვანილი) ყველაზე მოწინავე ქვეყნების ათეული. პირველი ფოტოში მოცემული ქვეყნებიდან მეორეში რომ არცერთია, ეს არცაა გასაკვირი. რელიგიური ათეულიდან  საუკეთესო ქვეყანა ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში მხოლოდ ორმოცდაათეულთან ახლოსაა. რელიგიურობასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი შეიძლება საკამათო იყოს, რადგან ბევრ რამეს ისტორიული კონტექსტი განაპირობებს, მაგრამ ფაქტი სახეზეა და ვერსად გაექცევი. მეტი ეკლესიები კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლები. ესაა წარმატების და ბედნიერების ფორმულა. სხვათა შორის, ბედნიერების ინდექსით საქართველო ერთ-ერთ ყველაზე „უბედურ“ ქვეყნებს შორისაა მსოფლიოში, 106-ე ადგილზეა 150 ქვეყანას შორის. მსოფლიოს ყველაზე ღარიბი 50 ქვეყანა ყველაზე მეტი რელიგიურობით გამოირჩევა“, - წერს რომან გოცირიძე.

 

 

big_banner
არქივი