logo_geo
გიორგი გულბანი: ლევან რატიანს, მის დიდ გუნდში რომ ყველა რგოლი მაღალ დონეზე აქვს დაკომპლექტებული, დადასტურდა
- +

3 დეკემბერი. 2022. 14:17

 

 

ჟურნალისტი გიორგი გულბანი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალის პროფესიონალიზმზე, რომელიც საკუთარ თავზე გამოსცადა, სოციალურ ქსელში წერს.

 

„ასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო, ნათქვამია და ასე მომივიდა მეც. სანამ თავად არ გამოვცადე ამ ვერაგი ვირუსის მავნებლობა, ვერ წარმოვიდგენდი მის საშინელებას. მოკლედ, 40 სიცხით, სპაზმური ხველითა და სხვა თანმდევი სიმპტომებით მოვხვდი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსში, სადაც უაღრესად დიდი ყურადღებით, მზრუნველობითა და პროფესიონალიზმით დამხვდა ლევან რატიანის რაზმი და  ჯერ მარტო იმედიანი განწყობის ხარჯზე რამდენიმე ნაბიჯით დავიბრუნე პოზიციები ვირუსთან ბრძოლაში. მას შემდეგ კი რაც ანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ ფილტვის პნევმონია მაქვს, გადავბარგდი აღნიშნული კლინიკის თერაპიულ განყოფილებაში. ლევან რატიანს, მის დიდ გუნდში რომ ყველა რგოლი მაღალ დონეზე აქვს დაკომპლექტებული, აქაც დადასტურდა. თერაპიის განყოფილებაში ქალბატონი ხათუნა ლეჟავა სრული შემადგენლობით დგას პაციენტების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. ეს ადამიანები დაუღალავად, რუდუნებითა და სითბოთი ზრუნავენ ყველაზე. მოქმედებენ თანამედროვე სტანდარტებით და ყველა პირობას ქმნიან, რათა იქ მისულ ადამიანს მალე დაუბრუნონ ჯანი და მხნეობა! ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. ლევან რატიანის კლინიკაში გატარებული 4-დღიანი სამკურნალო კურსის შემდეგ ფილტვების ანთებაც დავამარცხეთ და ვერაგი ვირუსის პოზიციებიც მაქსიმალურად შევასუსტეთ!!!  თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ - მაქსიმალურად იზრუნეთ, რომ არ დაგჭირდეთ სამედიცინო დახმარება, დაიცავით თავიც და გაუფრთხილდით სხვებსაც (კოვიდისდროინდელი რეკომენდაციები ჯერ მგონი კიდევ ყველას გვახსოვს)...

 

პ.ს. და ბოლოს ყველას დიდი მადლობა მოკითხვისთვის, ყურადღებისთვის, გვერდით დგომისთვის და იმედისთვის! მიყვარხართ! მხნეობას და ჯანმრთელობას გისურვებთ!!!! სიყვარულით მე“, - წერს გიორგი გულბანი.

 

 

big_banner
არქივი