ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ძალიან ვიამაყე, როცა ნუნუკა თამაზაშვილის პოსტი ვნახე.
- გამიხარდა, რომ კიდევ ერთი საამაყო ქართველი თავისი შესაძლებლობების ქვეყნას საზღვრებს გარეთ ასახელებს!!!
ჩააბარა გამოცდა, უმაღლესი ქულები დაიმსახურა, მოიპოვა დაფინანსება და ეს შეძლო საკუთარი გონიერებით!!!
ნიკოლოზ ღარიბაშვილი აშშ-ში, პენსილვანიის Wharton School-ში ისწავლის და ეს შესანიშნავია.
რომ არა ღვარძლიანი და ბოროტი გამოხმაურება გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგიდან - რა პასუხი შეიძლება გაგცეთ ადამიანმა, საკუთარ შვილებზე ილოცეთ და უფალს პატიება სთხოვეთ სხვისი შვილების დაკნინებისთვის!!!
აი, ნიკოლოზ ღარიბაშვილს კი პირველ რიგში ნიკოლოზობას მივულოცავ, დაიფაროს და გააძლიეროს სასწაულმოქმედი წმინდანის ძალამ და მადლმა.
საუკეთესოს გისურვებთ!
იყავი დღეგრძელი და ჯანმრთელი!
იყავი თავისუფალი, ლაღი და ბედნიერი!
ჩვენს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს - გილოცავთ და წარმატებები“, - წერს ნუკა არველაძე.