logo_geo
ირაკლი შონია: უზომოდ დამწყდა გული, ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან ვალტერ შურღაია...
- +

30 ნოემბერი. 2016. 19:57



ჟურნალისტი ირაკლი შონია facebook-სტატუსს აქვეყნებს და წერს:

 

„უზომოდ დამწყდა გული, ნაადრევად წავიდა ამ ქვეყნიდან ვალტერ შურღაია... მან რთული ცხოვრება განვლო დისიდენტობიდან უზენაესი საბჭოს დეპუტატობამდე... კანონიერი ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობის შემდგომ, ვალტერი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო ვინც სათავეში ჩაუდგა ეროვნულ დაუმორჩილებლობას,კიდევ უფრო დამძიმდა მისი ცხოვრების წლები და კვლავ ხანგრძლივი პოლიტპატიმრობა შევარდნაძის გულაგებში... პატიმრობა მრავალი წელი... ბევრი რამ ვერ მოასწრო,ბოლომდე სულით გაუტეხელი და დაუმორჩილებელი დარჩა... სიცოცხლის ბოლომდე იღწვოდა ეროვნული იდეებით,ეხმარებოდა ზვიად გამსახურდიას დაღუპვის გარემოებებზე შექმნილ საპარლამენტო კომისიას... ბოლო წლებში მე და ვალტერიც აქტიურად ვთანამშრომლობდით,რამდენჯერმე იყო ჩემი გადაცემის აქტიური რესპონდენტი... ვალტერ შურღაიას სახით კიდევ ერთმა გულმხურვალე მამულიშვილმა დატოვა საქართველო! უზომოდ ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ!"


 

big_banner
არქივი