logo_geo
გოდერძი შარაშია: დღეს მთაში კაცი დაკრძალეს - გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული!
- +

16 იანვარი. 2023. 18:19

 

 

ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში გორშეღმის ხეობის აწ გარდაცვლილი ბოლო მცხოვრები მიხა არაბულის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

 

„დღეს მთაში კაცი დაკრძალეს!

 

ეს კაცი გორშეღმის ხეობის ბოლო მცხოვრები მიხა არაბული იყო.

 

ჩემი ქვეყნის მესაზღვრე იყო მიხა.

 

ასეთი კაცები იშვიათად იბადებიან.

 

ხევსური მარტოკაცი, ადრე „იმედის გმირებში“ გადავიღეთ და ორი სიტყვა ძლივს ვათქმევინეთ საკუთარ თავზე.

 

მიხო პაპა ქვეყანაზე წუხდა და ეს სევდა თან წაიღო.

 

მიხას მშობლიურ სოფელ ორბეულთაში (ზეისტეჩო) სურდა დაკრძალვა და როგორც ფოტოებზე ჩანს, ეს სურვილი შეუსრულეს.

 

კიდევ ერთი სოფელი  იქცა ნასახლარად.

 

დღეს მთაში კაცი დაკრძალეს, კაცი...“ - წერს გოდერძი შარაშია.

 

 

big_banner
არქივი