logo_geo
კოჯორში დაკარგული ბაჩო ქართველიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს
- +

9 თებერვალი. 2023. 14:01

 

 

კოჯორში დაკარგული 33 წლის ბაჩო ქართველიშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, ქოროღლის ციხის მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

 

გარდაცვლილი ტურისტული კომპანია „ჯორჯიან ჰოლიდეის“ გენერალური დირექტორი და ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარიზატორი და მიმდევარი იყო საქართველოში

 

„ყველას გისამძიმრებთ ამ უდიდეს ტრაგედიას - ჩვენი ბაჩო, ჩვენი იმედი აღარაა, წავიდა, გაფრინდა მარადიულობაში, მხოლოდ სიყვარული დაგვიტოვა გულებში, არ მჯერა, რომ ბაჩოს გარეშე მოგვიწევს ცხოვრება, რამდენი გეგმა, რამდენი ოცნება და რამდენი საოცრება გვქონდა გასაკეთებელი ერთად, ჩემო ერთგულო მეგობარო, იმედი რატომ წაგვართვი, როგორ გაგვიფრინდი, ალბათ შენნაირი სულის მქონე ადამიანებს ეძახიან ზემოთ, ალბათ შენი ადგილი იმ იდეალურ სამყაროშია, სადაც წახვედი! სინათლეს გაყევი, მეგობარო, და ღმერთებმა მიგიღონ როგორც თანასწორი, შენ აქ ქმნიდი საოცრებებს და იქ რაღა შეგაჩერებს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე, მეგობარო, მადლობა, რომ ჩვენი იმედი იყავი, მადლობა, რომ ჩვენი მაგალითი იყავი და ერთ საქმეს ვემსახურეთ! ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და ვგრძნობდი, როგორი იმედი გქონდა შენც ჩემი“, – წერს ბაჩოს მეგობარი თორნიკე პარკაძე.

 

გარდაცვლილს მეუღლე და 4 შვილი დარჩა.

 

 

big_banner
არქივი