logo_geo
ნუცა ბუზალაძე: დიდი მადლობა ჩემს გულშემატკივრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს
- +

1 მაისი. 2023. 14:09

 

 

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „American Idol“-ის 12 ფინალისტს შორის მოხვდა, თუმცა საბოლოოდ კონკურსს გამოეთიშა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„მეგობრებო, ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი.

 

ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა, ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!

 

ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცედენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს „ამერიკის ვარსკვლავის“ ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი, რაც მივიღეთ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არის გამარჯვება! დიდი მადლობა თქვენ - ჩემს გულშემატკივრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს - საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!

 

დღეს ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით, რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს „ნუცა“ ან #nutsfornutsa-ს.

 

მიყვარხართ“, - წერს ნუცა ბუზალაძე.

 

 

big_banner
არქივი