logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ის გარკვეულ ნაწილზე: საქმით ეჩვენებინათ, რისი თავი აქვთ!...
- +

1 დეკემბერი. 2016. 17:06



„ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარკვეულ ნაწილს აკრიტიკებს.


„ახალ პარლამენტში ვინ როგორია, ვნახეთ. რაც შეეხება ენმ-ის იმ ფლანგს, რომელიც პარლამენტის ბოიკოტს და ქუჩის აქციებს უჭერდა მხარს, თან იქადნიდა, რომ მის უკან 600 000 ადამიანი დგას და ვინც პარლამენტში შევიდა - ნულია, კი უნდა მოეწყო აქამდე ერთი ასიათასიანი აქცია და დაეფრთხო ანგელოზები ივანიშვილისთვის. საქმით ეჩვენებინათ, რისი თავი აქვთ, მე ასე მოვიქცეოდი, მაგრამ მთელი ენერგია ენმ-ის რაციონალური ფლანგისთვის ტალახის სროლაზე დაიხარჯა და აღარ ეყოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

 

 


 

big_banner
არქივი