logo_geo
პაატა ქურდაძე: საქართველოში უჩვეულო არაფერი არ ხდება...
- +

1 დეკემბერი. 2016. 21:33


 

„საერთოდ, როდესაც სახელმწოფოს ფული სჭირდება ფასებს პირველ რიგში თამბაქოზე, საწვავზე, ალკოჰოლზე და სხვა ისეთ რაღაცებზე უმატებს, რომელიც ჯანმრთელობას და გარემოს ვნებს - გათვლა მარტივი და „ფატალურია", მორალურად ძნელი გასაპროტესტებელია",- ამის შესახებ მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებში სიგარეტზე, ალკოჰოლზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ. წეიწადში ერთხელ ძვირდება.


„უნდა გითხრათ, რომ სიგარეტზე და ალკოჰოლზე ფასი წელიწადში ერთხელ იმატებს საფრანგეთში. ბენზინის ფასი კი დაახლოვებით იქ არის გაჩხერილი, როდესაც ბარელი ასორმოცდაათი დოლარზე მეტი ღირდა. დღეს 47 $ ღირს მაგრამ ბენზინი სულ რაღაც 15-20 ევრო ცენტით არის გაიაფებული... ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი - სულ მხირე წელიწადში ერთხელ ძვირდება, თან ისე „დელიკატურად" რომ ნერვებსაც აღარავინ იშლის. ხელფასები რა თქმა უნდა მყარად დგას იგივე დონეზე, რომელზეც ჯერ კიდევ ევროზე გადასვლამდე იდგა ასევე მყარად... სამწუხაროა, მაგრამ ჩემთვის პირადად საქართველოში უჩვეულო არაფერი არ ხდება. უბრალოდ „დასავლელი პარტნიორების" გამოცდილება დაეტყო ქვეყანას... სახელმწიფო „მორალურად" ზრდის გადასახადებს „საწამლავებზე"... ჭიაბერაშვილივით გროტესკული პერსონაჟები კი, რომელიც „რუსთავი 2"- ზე თამბაქოს აქციზზე ფასების ზრდას მავნე არგუმენტებით განიცდიდა - თითქოს სიგარეტზე ფასის ზრდა არ იწვევს მომხმარებლის შემცირებას - ყველგან არსებობენ. რამდენიც გნებავთ იმდენი, მხოლოდ მათ ამდენ ყურადღებას დიდი ხანია აღავინ აქცევს - მწეველებიც კი",- წერს ქურდაძე. 


 

 

 

big_banner
არქივი