logo_geo
ნინო კობახიძე: გადაარჩინეთ სიცოცხლე!
- +

1 დეკემბერი. 2016. 21:33



„სოლიდარობის ფონდი რომ კარგ და დიდ საქმეს აკეთებს, მგონი ეს ის საკითხია, რაზეც ყველა სოლიდარულად ვთანხმდებით. 317 ბავშვი დაფინანსდა 8 მილიონი ლარით. საშუალოდ ბავშვზე 20-25 ათასი იხარჯება",- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. კობახიძე ასევე კომპანიებს მოუწოდებს სოლიდარობის ფონდს შეუერტდნენ და მრავალი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინონ.


„სოლიდარობის ფონდი რომ კარგ და დიდ საქმეს აკეთებს, მგონი ეს ის საკითხია, რაზეც ყველა სოლიდარულად ვთანხმდებით. 317 ბავშვი დაფინანსდა 8 მილიონი ლარით. საშუალოდ ბავშვზე 20-25 ათასი იხარჯება. მხოლოდ ონკოლოგიას ვფარავთ. ჯერ ვერ გადავიდა ფონდი სხვა ტიპის დავადებების დაფინანსებაზე. 60 ათასი საჯარო მოხელის ნებაყოფლობითი შენატანები წელიწადში მაქსიმუმ 400 ბავშვს ყოფნის. ახალი წელი მოდის და ყველა კომპანიას, რომელსაც საჩუქრები ან მისალოცები გაქვთ დასარიგებელი და მოსაფიქრებელი შეუერთდით ფონდს ამ ბიუჯეტით. გადაარჩინეთ მათეს, ბარბარეს, ანდრიას და ა. შ სიცოცხლე. ამაზე დიდ და მაგარ საჩუქარს ვერ გაუკეთებთ თქვენ მომხმარებლებს!", - წერს კობახიძე. 


 

 

 

big_banner
არქივი