logo_geo
ლუკა კურტანიძე: მადლობა მტერს ასეთი რომ გამომწრთო!
- +

1 დეკემბერი. 2016. 22:57


 

„მტერისა და მოყვარეს გასაგონად ვიტყვი რომ ყველაზე დიდი თანამდებობა ჩემი უანგაროდ გავლილი სიცოცხლეა ჩემი სამშობლოსთვის!..",- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრი ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში წერს.  


„ეს გრძნობა ჩემთვის, იყო და არის უსაზღვრო სიყვარული ჩემი ერისა და ქვეყნის წინაშე! ძალა რომელიც დღემდის მაცოცხლობს და მაბრძოლებს! არასოდეს მინდოდა ვინმე გამერჩია ერის, რელიგის, პაარტის თუ რა ცხოვრებაით ცხოვრობდა ყველას ვისაც უხაროდა ჩვენი სამშობლოს სიხარული და სტკიოდა ჩვენი სატკივარი მათვის ვიყავი ის მებრძოლი რომელიც სიცოცხლის ფასადაც მზად ვიყავი ჩემი საქმით მსოფლიო დამეჩოქებინა და ის გამარჯვება მსოფლიოში თითეულისთვის გამეზიარებინა! 20 წელი ასე ვიარე და როცა ქვეყანაში ტკივილს ცრემლმა იმატა, იქ კი ვიღაც გავარჩიე...

 

უკან არსოდეს დამიხევია... სიცოცხლის ფასად გმირებთან ერთად ბრძოლაში სიკვდილსაც ვეძებდით... ვიბრძოლეთ მართალი საქართველოსთვის სადაც არ ეშინიათ ხელისუფლების და ის მჩაგვრელი მკვლელი არ არის... დღეს რეალობა სხვაა... მაგრამ ბევრი რამ არის დასახვეწი, ამასთანავე დასასრულებელი... რომ ახალი ერა დაიწყოს!

 

დღეს მე ბედნიერი ვარ რომ ჩემი სამშობლო და ერი ამ განვლილ გზას ასმაგად მიფასებს ყველა ადამიანი მზადაა უდიდესი სიყვარული გამოხატოს რაღაც გაიღოს და თუნდაც გათოშილი იყოს ბაზარში, მარკეტში, გზაზე პოლიციაში, ნებისმიერ სფეროს მოღვაწე ადამიანი დღეს მიბრუნებს იმ დაგროვილ სიხარულს რაც სრულიად საქართველოსთვის მომტანია! ეს არის ჩემი სიძლიერე და ჩემი ოჯახის და სულის სიხარული!!! მიუხედავად ამ ყველაფრისა ბევრი ტკივილი უსამართლობა გადავიტანეთ ამ ბოლო წლებში ისეთი რაც რეჟიმის დროსაც არ უკადრებიათ, დამცირება, ცილის წამება კვერცხის სროლა... ზურგში... დაჩაგვრა... ვინ? რატომ?! იმიტომ რომ არასოდეს არ მიღალატია იდეისთვის რასაც საქმით სამშობლოს ერთგულება ჰქვია! სანამ ვცოცხლობ ვიბრძოლებ რომ საქმით მუდამ პირველი ვიყო!

 

ვინც ამ გზას გადაკვეთავს საკადრის პასუხს მიიღებს! დღეს განათლებას, მენეჯერობას და საერთოდ ფიზიკურ შეხედულებასაც მიწუნებენ, მაგრამ იმას რაც ღმერთმა მიწყალობა ამას ვერ მართმევენ... მართალ ერთგულებას... სამშობლოს ერთგულებას... წარსულში არ წაქცევას. .. აი ამას ნამდვილად ვერავინ წამართმევს!

 

დანარჩენი კი იურისტობა... მენეჯერობა თუ სხვა ავლა დიდება კი გასარკვევია... ამას კი დრო გაარკვევს! უსამართლობას და უმადურობას არასოდეს მივიღებ და არც არავის ვაკადრებ! დღესაც ძლიერად ვდგავარ ღირსებით ერთგულად შრომით და რაც მთავარია იმედით... ვახარებ ყველაზე უმთავრესით, სიყვარულით რომელიც თქვენთვის სამშობლოსთვის მაცოცხლებს... ჩემი განვლილი გზით ბედნიერი ვარ! მადლობა თქვენ... უფრო მეტიც მადლობა მტერს ასეთი რომ გამომწრთო! მადლობა უფალს... კიდევ ვიცოცხლებ... და ისევ თქვენთვის",- წერს კურტანიძე.


 

 

 

big_banner
არქივი