logo_geo
არჩილ გამზარდია: გენერალის უტეხი სულიც დავინახე, ძლიერებაც და ხელოვნებაც!
- +

2 დეკემბერი. 2016. 03:06



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში სტატუსს და ფოტოს აქვეყნებს:


„დღეს, გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტზე ბევრი საუბრობდა. ძირითადად შემქმნელსაც და მერიასაც ლანძღავდნენ. გავრცელებული ფოტო მეც არ მომეწონა. თუმცა, ადგილზე რადგან არ მქონდა ნანახი, ცხადია, არაობიექტური აზრისგან თავი შევიკავე.

 

ადგილზე ვინც ნახა, ბევრს მოეწონა, ზოგსაც - არა. ვნახე სხვა რაკურსით გადაღებული ფოტო, რომელიც მერიამ გაავრცელა. ამ რაკურსით ძალიან მომეწონა.  გენერალის უტეხი სულიც დავინახე, ძლიერებაც და ხელოვნებაც. როგორც კი შევძლებ, აუცილებლად ვნახავ ადგილზეც.

 

პრინციპში, ყოველთვის შეიძლება მოახერხო და მიზანმიმართულად გადაიღო ისეთი ფოტო, რომელიც ულამაზესსაც უმახინჯესს გამოიყვანს.

 

კარგი იქნებოდა, უფრო მოზომილები ვიყოთ და მეტად ობიექტურები მსგავს დროს",- წერს გამზარდია.

 

 

 

 

right_banner big_banner
არქივი