ავტორი დინა მირცხულავა
- შვებულებაში ვაპირებ წასვლას, მაგრამ ჯერჯერობით არ მიშვებენ, მარა, შეიძლება, გამიშვან კიდეც.
- თუ იცით, იგავ-არაკებს მიიღებს?
- არა, მაგრამ უარს არ გეტყვით.
-დაბრუნდით უკვე, ბატონო იროდიონ?
- საიდან?
- შვებულებიდან
- ჯერ არ წავსულვარ მე.
- მე მეგონა, უკვე დაბრუნდით.
- ლაპარაკში ხელფასს გვაძლევენ?!
- პრემიასაც.
- ბოდიში, თქვენზე მითხრეს, ლიფტში გაიჭედაო, მართალია?
- რა ვიცი, მე მგონი. ასე ამბობენ და...
- ცხენბურთი გამიგია, ხელბურთი გამიგია, ფეხბურთიც გამიგია, ეს მოტობურთი რა არის, ვერ გავიგე!
- ბატონო ვაჟა ზაზაევიჩ, ლიფტი უნდა გამოვცვალოთ.
- კი მარა, როდის გაუვიდა ექსპლუატაციის ვადა?
- რომ მოვიტანეთ, უკვე გასული ჰქონდა.
- მე არაფრის არ მეშინია! არაფრის არ მეშინია! ... მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე!
- შვებულებაში არ გამიშვით და ქუდსაც აღარ მატანთ?
- ხომ ვერ გვეტყოდით რამეს ნაწარმოებზე?
- ვერ მოვასწარი წაკითხვა, ვაჟა ზაზაევიჩ, მაგრამ მომწონს და მხარს ვუჭერ.
- დალოდების საათები როდის აქვს?
- დილიდან საღამომდე.
- მიდექი, მოდექი, შეაწუხე ქვეყანა.
- ჰოდა, მეც გაწუხებ.
- ყუფარაძეს რომ არ დაერეკა...