logo_geo
აგერევათ მერე ფეხი, ლამაზებო...
- +

22 მარტი. 2018. 12:10




........

ბროწეული

მალე შევა

მწიფობაში...

გადმოხეთქავს

ძუძუ - მკერდით

კაპილარებს...

აგერევათ

მერე ფეხი

ლამაზებო,

სიყვარულის

"გენერლებს" და

"ადმირალებს"...

დაგეხვევათ

უცებ თავბრუ

სურვილებით,

ღამეებით

ნატანჯებს და

უძინარებს...

შემშურდება

ვის მკლავებზეც

დაეშვებით,

პირველ თოვლზე

ვინც დაკრიფავს

ყოჩივარდებს...



 

პაატა მძინარიშვილი



 

big_banner
არქივი