logo_geo
მუხრან მაჭავარიანი - მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს ?!
- +

12 აპრილი. 2018. 10:32

 

 

 

დღეს მუხრან მაჭავარიანის დაბადების დღეა.

 

საშველს რომ აღარ მაძლევს

ხოლმე მამულზე ფიქრი,

ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:-

რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,

მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!!-

რომელი მეფე ერეკლე მე ვარ!

ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,

ვინც კი რაც კი არსებობს ირგვლივ,-

იხუვლებს ხოლმე,

იხუვლებს ერთხმად-

ღალატიაო მაგგვარი ფიქრი.

 

 

/მუხრან მაჭავარიანი/

 

 

big_banner
არქივი