logo_geo
ვეთრობით მკვდარი ჩიტების სეზონს
- +

28 აპრილი. 2018. 12:30

 

 

 

ასათიანის 22

ვეჩვევი 
ძველი თბილისის ეზოს,
აწი, სიფხიზლე არის 
ჭორი და,
ვეთრობით მკვდარი ჩიტების 
სეზონს,
— ასათიანის ოცდაორიდან.
. . .
ვსვამთ მე და ,,ციცქა", 
გვერთმევა გონი
(ყანა ვარ) როგორ უნდა 
გამრანდოს,
თათები უდევს ჩემ მუხლზე 
ბონის
— ადამიანზე ჭკვიან ლაბრადორს...
. . .
ქალაქი ცურავს ღვინოში 
ნაზად,
მივყვებით ორი 
გონდოლიერი 
დავეძებთ მგზავრებს, აბნეულ 
თავ-გზას,
კეთილშობილი ლოთის იერით.
. . .
არისტოკრატულ 
სისხლთა შეკრება,
რუსა ოატიც მოდის,
კონტესა,
წითელი თმებით სისხლში 
მეღვრება, 
ვაჰ, რა გაუძლებს ამ დეკოლტესაც.
. . .
რა ქალი მოდიის..! 
(შევხვდებით ხვნეშით)
თეთრი თითებით, ნატიფად 
თლილი 
ჯიშის კვალს მშვიდად გვიტოვებს ხელში,
— ბრავა, კონტესა, უხდებით თბილისს..!
. . .
მეტიც, სოლოლაკს პლედივით
იხდენთ,
სად მიგაქვთ ქუჩა
— დატოვეთ ცოტა..!
— ვზივარ ლენჩივით და ეგებ 
მივხვდე,
რომ წმინდანივით მაწვალებს 
ცოდვა.
. . .
ჩვენია ოატ, ხუმრობით 
,,ვკერეთ..."
(ზედმეტი არ თქვას 
ღვინომ ეგების...)
ეჭვის მონოლოგს ვიტყვით 
და მერე, 
მავრივით, დანას წამოვეგებით.
. . .
ციცქას ვსვამთ, 
იცის დათრობა ფინთმა,
ბუზღუნებს ირა, ჩვეული
კდემით,
ვიცით, სიკვდილი — იმ დილის -- რითმად
ცუდია, ჰოდა, სიცილით ვკვდებით...
. . .
ქუჩის გადაღმა სახლის 
არკიან 
კედელზე შერჩა 
(ღვინო ხელს გვკიდებს)
,,შ" პლიუს ,,მ" და მოდი, არკვიე,
— ,,ვინ ვისთვის" — იქნებ, დაბერდნენ
კიდეც.
. . .
სისხლის დაღვრამდე მშვიდი კორიდა
— საკვამურების პატარა ეზო,
ასათიანის ოცდაორიდან 
ვეჩვევით მკვდარი ჩიტების სეზონს...

 

 

/საშა გველესიანი/

 

big_banner
არქივი