logo_geo
რა ბევრი და ცოტა - თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა...
- +

1 მაისი. 2018. 13:13

 

 

დილის ბინდში ვერის ხიდზე მოვხვდით ...

თოვდა, თოვდა ... რა კარგია თოვა ...

გადამიდგა და ბოდიშის მოხდით

გამაჩერა, სიგარეტი მთხოვა ...

 

მივაწოდე, - გაიხარა კაცმა,

მოვუკიდეთ, - მთვრალი ვარო, მითხრა,

გავაბოლეთ, - გულის ფსკერზე დათბა,

სთქვა მადლობა, რა დროაო, მკითხა ...

 

მე ვუთხარი, - ხუთი იყო დილის,

ხიდზე დავრჩი, ის გავიდა გაღმა.

”ეჰეჰეი!” - შეუძახა თბილისს

და ღიღინით ვერის შეღმართს აჰყვა ...

 

თოვდა, თოვდა, სიგარეტი გვქონდა,

თოვდა, თოვდა, რა კარგია თოვა ...

რა კარგია - რა ბევრი და ცოტა:

თოვლში კაცმა სიგარეტი მთხოვა...

 

/მურმან ლებანიძე/

 

 

big_banner
არქივი