logo_geo
„დამარხულ არს ენა ქართული“ - პირდაპირ ხომ არ გავიგეთ ნეტავ და მიწას ვაყრით?!
- +

22 დეკემბერი. 2017. 11:49



„ რა ენა წახდეს - ერი დაეცეს ! - ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაგვაფრთხილა დიდმა ილიამ. ერის დაცემისა( ამ ეტაპზე მაინც)  რა მოგახსენოთ, მაგრამ ენა რომ სავალალო მდგომარეობაშია, ამის უტყუარი ფაქტები არსებობს.


მთელ დღეს შეიძლება ეძებდე ქალაქში რაღაც დაწესებულებას ან ორგანიზაციას და გაუგებარ - გაურკვეველი  წარწერის გამო ვერ მიაგნო. არ არსებობდეს მასზე მიმაგრებული აბრა ქართული წარწერით.


საბედნიეროდ, ქართული ენა უმდიდრესია.


როცა გაქვს ულამაზესი ასოთა წყობა (შე დალოცვილო !) გამოიყენე, იამაყე...


მარტო იმიტომ კი არ გაქვს უნიკალური დამწერლობა, რომ  თოთხმეტთა შორისაა, იმიტომაც რომ შენს ენაში, როგორც იწერება, ისე იკითხება და როგორც იკითხება, ისე იწერება...


თანაც შენ ერთადერთი ხარ იმ ხალხთა შორის, რომელთაც „აი ია" - თი დაწყეს წერა და მეტყველება. „აი ია" კიდევ მსოფლიოში ერთადერთი წინადადებაა, რომელიც ორი ასოსაგან შედგება ...


ულამაზესი სიტყვაა ქართულში „ხეივანი", როგორც ასოთა წყობით, ისე მნიშვნელობით... რესტორნის მეპატრონესაც მოსწონებია და შეურჩევია სახელად, მაგრამ ლათინურად მიუწერია „ KHEIVANI" და არსად არ შემოგვციცინებენ  ქართული ასოები.


სახელმწიფო კანონი (რეკლამის შესახებ) კი გვავალდებულებს:


2 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში იგი შეიძლება შესრულდეს აგრეთვე უცხოურ ენაზე. უცხოურ ენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.


3. უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით (გარდა ტელეპროდუქციის ) არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას."


მაგრამ აინუშშიაც არავინ აგდებს ამას.


გაუგებარია, რატომ აწყობთ თავად ბიზნესმენებს ლათინური შრიფტით შესრულებული სარეკლამო წარწერები, სულ ერთი კაცი რომ კითხულობს ათასი ადამიანიდან?!


ამას წინათ ბანკის რიგში ჩავდექი.


ჩემს წინ შუახანს გადაცილებული ქალი იდგა.


- თქვენს სახელსა და გვარს თუ ინგლისურად ად არ დამიწერთ, ვერ დაგეხმარებითო - მოახსენა ოპერატორმა.


არ ვიცი, რა საბანკო ოპერაციის შესრულებას სჭირდებოდა ლათინური შრიფტი.


შეწუხდა ქალი,  სკოლაში გერმანულს ვსწავლობდიო.


„დამარხულ არს ენა ქართული" - პირდაპირ ხომ არ გავიგეთ ნეტავ და მიწას ვაყრით?!

 

 

 

 

 

 

 













 

big_banner
არქივი