logo_geo
სასწრაფოდ – ნიკა გვარამიას ბორკილების მტვრევის ხმა ესმის!
- +

31 იანვარი. 2018. 23:55



„რუსთავი 2"-ის გენდირექტორი ნიკა გვარამია აჟიტირებულია. დამშვიდებული როდის იყოო? - იკითხავთ თქვენ. კი, არც არასდროს, მაგრამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ რუს ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა და ე.წ. შავი სია გამოაქვეყნა, ბატონი ნიკოლოზი მიშასებურად მიწაზე გაიშხლართა, მერე ყური დაადო და შეჰყვირა:


„მესმის, მესმის სანატრელი ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა. სანქციების სიაში არიან - მთავრობა, პოლიტიკური ლიდერები და ოლიგარქები. პრაქტიკულად, მთელი რუსული ისტებლიშმენტი, პუტინის გარდა".


აქ ნორმალური ადამიანი ჰკითხავდა გვარამიას: მერე, შენ რა გიხარია, შე უბედურო? თუმცა მას პასუხი მზად ექნებოდა: რუსეთი დაიშლება, ყველას დაიჭერენ, პუტინის ხელისუფლებას დაამხობენ და კრემლის თავზე საქართველოს დროშა აფრიალდება!


კი, მაგრამ... ეს როგორ? განა რუსეთი არ უპასუხებს ამერიკელებს კონტრნაბიჯებით? სანამ გვარამიას თავში ჯერ კიდევ ბორკილების მტვრევის ხმა ისმის, პუტინი ასეთ რამეს ამბობს: «И тогда в конце концов придет осознание того, что нет никакого смысла формулировать какие-то санкции. Собака лает, караван идет". გაიგე, ნიკოლოზ? რუსებმა თქვეს, გვკიდიაო, მაგ გათახსირებულებმა!!!


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი