logo_geo
გელა ზედელაშვილი: გიგი უგულავა 48 მილიონის შეტყაპუნების პროცედურას ხელახლა იწყებს!
- +

2 მარტი. 2018. 21:54



აი, ხალხო, თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, რომელმაც 48 მილიონი დოლარი ააორთქლა, სურს, ყველაფერი დაიწყოს თავიდან, ანუ კიდევ ერთი 48 მილიონი დოლარი ააორთქლოს, 2 წლით ციხეში ჩაჯდეს, გამოვიდეს და აეგრე, რაააა... მერე კიდევ ააორთქლოს და ასე შემდეგ. მაგისი ამბავი რომ ვიცით, ბოლოს ისე წავა საქმე, საერთოდ აღარ დააპატიმრებენ, ააორთქლებს - ეპატიება, ააორთქლებს - ეპატიება, ააორთქლებს - ეპატიება სიცოცხლის ბლომდე უვადოდ დანიშნული მოსამართლეებივით. ესე იგი, თუ ჩვენი „სახელოვანი" მოსამართლეები დანიშნეს სიკვდილამდე, გიგი დანიშნულია ფულისმჭამლად ასევე სიკვდილამდე. პრინციპში, კაცი 48 მილიონს რომ შეიტყაპუნებ, რაღამ უნდა მოგკლას?


ისე, რაღა დაგიმალოთ და... ჭორი დადის, ეგ ფული მაგან კი არა, მაგისმა ცოლმა შეიტყაპუნა სადაც ჯერ არს-ო. კი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მაინც გიგია დამნაშავე, რომ არა ეგ, ის ვერ შეიტყაპუნებდა. ახლა ყოფილ მერს ხონი-ვანის დეპუტატობა მონდომებია. სწორია, კიდევ 48 მილიონს ვერ ააორთქლებ, თუ რაიმე თანამდებობა არ დაითრიე. ყველაზე კარგი ამ შემთხვევაში არჩევითი თანამდებობაა, თუ რაღაც სასწაული არ ჩაიდინე, თითსაც ვერ დაგაკარებენ. ვაღიარებთ, ნამდვილად სწორ გზაზე დგას უგულავა. ახლა იტყვით, 48 მილიონის ამაორთქლებელ-შემტყაპუნებელი ამომრჩევლის წინაშე რა ნამუსით უნდა წარსდგესო? ეჰ, ხალხო, ერთი შუბლის ძარღვს ნუ გაიწყვეტ, თორემ თუ გაიწყვიტე, მერე არსად წარდგომისა აღარ შეგრცხვება. მეტიც, შეიძლება ისე წავიდეს საქმე, საჭირო რაოდენობის ხმებიც კი მოაგროვო. არაფერი გაგიკვირდეთ, ეს საქართველოა.


ჰო, კინაღამ დამავიწყდა... ეს ფოტო, სადაც წერია, ყველაფრის დაწყება თავიდან მინდაო, მისი საარჩევნო სლოგანია.


 

 


გელა ზედელაშვილი


 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი