logo_geo
ვინა თქვა, არსენა ოძელაშვილი მოკვდაო?!
- +

25 მარტი. 2018. 23:22



ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ თავის ქართველ კოლეგას საჩუქრად ტრაქტორი ჩამოუტანა. შარშან „ბატკამ" გიორგი მარგველაშვილს ბელარუსიიდან რამდენიმე „მეშოკი" კარტოფილის თესლიც გამოატანა. დათესა, თოხით იწვალა ჩვენმა პრეზიდენტმა, მაგრამ ვერ მიიღო ხეირიანი მოსავალი. ყველაფერს ცოდნა უნდა. წელს უკეთესი შედეგები ექნება, ტრაქტორით მოხნულ-დათესილი სულ სხვაა.


ვეღარ მოითმინა ბატონმა პრეზიდენტმა, შემოჯდა საჩუქარზე და დიდი სასახლის დიად ეზოში გააჭენ-გამოაჭენა. კარგი ყოფილაო მექანიზაცია, ვინა თქვა, არსენა ოძელაშვილი მოკვდაო? - ჩაიხითხითა და კვლავ გააჭენ-გამოაჭენა. მადლობა ბელარუსიის რესპუბლიკას, რომ ასერიგად გაახარა ყაისნაღის ამარად დარჩენილი ჩვენი პრეზიდენტი.


სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, ლუკაშენკო ორი დღეა არ გამოფხიზლებულა. თურმე იძახის, ისე მომწონს აქაურობა, მალე დავბრუნდებიო.


 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი