logo_geo
დინა მირცხულავა: თქვენი ნაგავი კაცები გადამალეთ და ჩვენ გაგვატარეთ...
- +

24 აპრილი. 2018. 17:48

 

დილით რომ ჩემი სოფლის „მარშრუტკაში“ ავდივარ და ერთდროულად რამდენიმე ბიჭი წამოხტება ადგილის დასათმობად, ქართველები არიან ეგენი.

 

ჩასვლისას რომ მძღოლი მეტყვის - შენი გადახდილიაო, - საქართველოა ეგ.

 

შენი უბნის მაღაზიიდან რომ ხელფასიდან ხელფასამდე პროდუქტს ვალზე ეზიდები - ქართველი კაცის მაღაზიაა ეგ.

 

ყინვიან დღეს ქურთუკში გახვეულ ლეკვს რომ სახლში მიარბენინებდა, ის ბავშვიც ქართველი იყო.

 

დევნილობის პირველს წელს, დახეული ჩანთა რომ ახლით შემიცვალა, ის ოჯახიც ძალიან ქართული იყო.

 

აფხაზეთში დარჩენილ სათამაშო პიანინოზე რომ მოვუყევი და იმავე დღეს, ზუსტად ისეთი პიანინო მაჩუქა - გიორგი მამაცაშვილია ის ბიჭი და ქართველია ეგეც...

 

ის კაციც ქართველი იყო, სადღაც მიყრუებულ სოფელში რომ წერდა კოსმოპოლიტიზმზე და პატრიოტიზმზე და არაფერს არ წუნობდა ქართულს.

 

გაგრაში რომ „ჭიქა არაყზე“ მოკვდა, ის ბიჭიც ქართველი იყო.

 

ბერიც - ადრიატიკის ზღვაში.

 

თქვენი ნაგავი კაცები გადამალეთ და ჩვენ გაგვატარეთ...

 

 

 

 

 

big_banner
არქივი