logo_geo
თამაზ ჩიქვანაია: მინდა მივმართო ზაზა სარალიძეს: გაერიდე იმ ბინძურ თამაშს, რომელშიც ჩაგითრიეს!
- +

4 ივნისი. 2018. 03:37

 

ბევრი ვითმინე, მაგრამ მაინც მომიწევს თქმა!

 

პირველი: - ვწუხვარ პატარა ბიჭების გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ სრულიად საქართველოს. ვერ გავიზიარებ ერთ-ერთი გარდაცვლილის მამის ისტერიკებს და მთელი ქვეყნის სახელით ლაპარაკს.

 

ვწუხვარ, რომ იქ მყოფი ახალგაზრდები, რომლებიც უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე, ვერ იაზრებენ, რამხელა ცოდვას სჩადიან. სამართლიანობის და ჭეშმარიტების დადგენა აუცილებელია მომავლის პრევენციისთვისაც.

 

ვწუხვარ, რომ აქციაზე „პარადი“ მიჰყავთ ახალგაზრდა ქართველი გოგო-ბიჭების უმიზეზოდ ჩახოცვის ორგანიზატორებს.

 

ვწუხვარ, რომ დღევანდელ საქართველოში ისევ ჭკუას მარიგებენ ნაციონალურ ნიღაბს ამოფარებული სადისტები და არაკაცები.

 

ვწუხვარ, რომ მოკლული ბავშვების გლოვის ნაცვლად ვიღაც-ვიღაცეები ქვეყნის ჩამოშლისკენ უბიძგებენ ხალხს.

 

არ მესმის ვინ მიანიჭა ამხელა უფლებამოსილება ზვიად კუპრავას და თუნდაც შვილმკვდარ მამას, რომ ერის სახელით ილაპარაკოს და ულტიმატუმებით გვესაუბროს.

 

 

 

არც მე მომწონს დღევანდელი ხელისუფლება, სისტემაც შესაცვლელია, მაგრამ არა ზვიად კუპრავას და ძმათა მათთა მიერ. ამის არც მორალური, არც მოქალაქეობრივი და არც სამართლებრივი უფლება მათ არ გააჩნიათ

 

პირველ დღეს მეც გახლდით რუსთაველზე, მაგრამ როგორც კი სპეკულაციის სუნი მეცა, გავერიდე.

 

ახლა მინდა მივმართო ზაზა სარალიძეს: - შეძრული ვარ მომხდარით და სულით და გულით გითანაგრძნობ და თუ შენი მიზანი სამართლიანობის აღდგენაა, გაერიდე იმ ბინძურ თამაშს, რომელშიც ჩაგითრიეს და გარწმუნებ, ასჯერ და ათასჯერ მეტი ადამიანი დაგიდგება გვერდით და დამნაშავეები დაისჯებიან. მაგრამ თუ შენი მიზანი იგივეა, რაც რუსთაველის პროსპექტზე ისტერიულად მოკიჟინეთა სახეებს ამოფარებული პოლიტიკანებისა, მაშინ ჩვენ ნუ მოგვიწოდებ, რომ გვერდში დაგიდგეთ. ნაციონალურ ბოდვებს ერი ქვეყანას ვერ და არ გადააყოლებს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავს დამტყდარმა უბედურებამ ისე გაგამწარა, რომ ვერ აცნობიერებ როგორ იქეცი მარიონეტად ქვეყნის ერთხელ უკვე დამაქცევართა ხელში. ალბათ არის ამ ქვეყნად ისეთი ადამიანი, ვის რჩევასაც გაითვალისწინებ, მიდი მასთან და მოუსმინე. მაგრამ თუ ასეთად ამჟამად შენს გვერდზე მყოფებს მიიჩნევ, ისევ გავიმეორებ: - ჩვენ, ანუ ხალხს დახმარებას ნუ გვთხოვ. გაემიჯნე მათ და სრულიად საქართველოს მხარდაჭერა გექნება იმ საქმეში რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია, არა მარტო შენი შვილის შემთხვევაში არამედ კიდევ უამრავ ადამიანთან მიმართებაში...

 

 

მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, მედიასახელოსნო „ჟურნალისტის“ ხელმძღვანელი, თამაზ ჩიქვანაია

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი