logo_geo
ბატონი მიხა უკვე ხვეწნა-მუდარაზეა გადასული...
- +

25 ივნისი. 2018. 23:42

 

ოდესის ყოფილ გუბერნატორს, ბატონ მიხა სააკაშვილს ისევ შეუტიეს მიკრობებმა, ზის ამსტერდამის ერთ-ერთ მთიან ზონაში და ყოველდღიურად იგონებს ახალ-ახალ სისულელეებს. მას შემდეგ, რაც სმარტფონების რევოლუცია არ გამოუვიდა, ახლა ქართველი ხალხის დაბოლება სხვანაირად დაიწყო, ანუ მორიგი კონცეფცია შეიმუშავა - „პირდაპირი სახალხო დემოკრატია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით“. უფრო დაწვრილებით ამ კონცეფციის შესახებ ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს:

 

„გთავაზობთ, რომ შემოვიღოთ ისეთი სისტემა და მივიღოთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნებისმიერი კანონპროექტის გამოხმობა და ამ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, ნებისმიერ არსებულ კანონში ცვლილების შეტანა, თუ შეაგროვებს 50 ათას ხელმოწერას, ნებისმიერი თანამდებობის პირის მოხსნა და ნებისმიერი ორგანოს დათხოვნა რიგგარეშედ, თუ შეგროვდება საკმარისი ხმები.

 

ყველა გადაწვეტილებას მიიღებთ თქვენ, პირდაპირი სახალხო კენჭისყრის გზით, რომელსაც ჩვენ შემოვიღებთ ხელისუფლების ცვლასთან ერთად საქართველოში, ოღონდ ხელისუფლება გადმოვა არა ამათგან ჩვენზე, არამედ მე მინდა, რომ ეს ხელისუფლება გამოვართვათ ივანიშვილს და მოგცეთ თქვენ, და როგორ... ისე, როგორც მოგიყევით. საქართველო იქნება ამის ნოვატორი, პირდაპირი სახალხო დემოკრატია ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

მინდა დაგეხმაროთ ამის გაკეთებაში, მე არაფერი მინდა, არაფერი რევანშის წყურვილი არ მაქვს, მინდა, რომ კარგად იყოთ და კარგად ვიყოთ, გვქონდეს ქვეყანა და თავზე არ ჩამოგვენგრას".

 

რედაქტორის მინაწერი: როგორც ხედავთ, ბატონი მიხა უკვე ხვეწნა-მუდარაზეა გადასული, ოღონდაც ხელისუფლებამდე მიმიშვით და ყველაფერზე თანახმა ვარ, მოაგროვეთ 50 ათასი ხელმოწერა და ნებისმიერ მინისტრს მოხსნითო. ტაში, კუკურიიი! აი, ვინც 50 ათას ხემოწერას მოაგროვებს, მერე იმას არაფერი მოუვა? მოუვა კი არა, სულს ამოხდიან გლდანის საპყრობილეში „დუბინკებისა“ და ცოცხების თანხლებით. ნახეთ, ეს აფერისტი თავსაც იკატუნებს, მე არაფერი მინდა, უბრალოდ იმის სურვილი მაქვს, რომ კარგად იყოთო. იიიჰ, „კარგად“ უკვე ვიყავით, ბატონო მიხავ, 9 წელიწადი, მოგვბეზრდა, დავიღალეთ, აღარ გვინდა!

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი