logo_geo
ლელა ანჯაფარიძე: ძალიან დილა მშვიდობისა!
- +

26 ივნისი. 2018. 00:41

 

ძალიან დილა მშვიდობისა!

 

დღეს, 1846 წლის 23 ივნისს, ბელგიელმა ადოლფ საქსმა მიიღო პატენტი შეუდარებელ საქსოფონზე...

 

მე, ჩემდა საუბედუროდ, საერთოდ ვერ ვერკვევი მუსიკაში (თუ არ ჩავთვლით ტენორების არიებს სიკვდილის წინ) და აბა, როგორ უნდა შევაფასო ეს ისტრუმენტი პროფესიონალურად... ვიცი მხოლოდ ის, რომ შესახედავად მხიბლავს, თავისი ელეგანტობით... როცა ვუსმენ, ჩემთვის ხავერდოვანია... და, რაც მთავარია, სიამოვებით ვუსმენ...

 

ბელგიელები საოცრად ამაყობენ იმით, რომ საქსოფონის შემქმნელი მათი თანამემამულეა. ამის დამადასტურებელი თუნდაც ის არის, რომ „ევროზონის“ შემოღებამდე, ბელგიის ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა 200 ფრანკიანი ბანკნოტა, ადოლფ საქსის გამოსახულებით...ხოლო საქსის მშობლიურ ქალაქ დენაუში, რომელსაც ამშვენებს 12 მეტრიანი საქსოფონის ქანდაკება, ყოველწლიურად იმართება საქსოფონისტების აღლუმი...

 

უცებ წარმოვიდგინე, რა კარგი იქნება, როდისმე, მთელ მსოფლიოში სამხედრო აღლუმების ნაცვლად რომ ჩატარდება სულ სხვანაირი აღლუმები...

 

უნდა მოგახსენოთ, რომ თავად საქსი ითვლებოდა საშინლად უბედო ადამიანად... თუ არ ჩავთვლით საქსოფონს...

 

2 წლის ასაკში გადმოვარდა მე-2 სართულიდან, მერე მოიტეხა ფეხი, დაემართა წითურა, რომელმაც კომაში ჩააგდო, ჩაყლაპა ქინძისთავი, მოიწამლა ღვინით, ცოტა აფეთქდა დენთზე... და სხვა მრავალი...

საქსოფონის გამოგონების შემდეგ, მისმა უამრავმა მოშურემ შექმნა მასთან ბრძოლის საზოგადოება... პარავდნენ ნახაზებს, ქურდავდნენ სახელოსნოებს, ახდენდნენ მუშების გადმობირებას, აქვეყნედნენ ცრუ კომპრომატს... ის სამჯერ გააკოტრეს და ერთხელ მის მკვლელობის მცდელობასაც კი ჰქონდა ადგილი...

შემქმნელთან ერთად კი იტანჯებოდა მისი საქსოსფონიც...

 

გერმანიაში მესამე რეიჰის ბატონობისა და მძვინვარების დროს, საქსოფონი აკრძალეს, როგორც არაარიული წარმოშობის ინსტრუმენტი. ანუ, არაკეთილშობილი და არაღირსეული...არც იმან არ უშვალა, რომ ჰიტლერი და საქსი სეხნიები იყვნენ...

 

მერე საქსოფონს დაერიენ საბჭოთა კავშირში... 1948 წლის 10 თებერვლის განკარგულებით, სიტყვა ჯაზი და საქსოფონი აიკრძალა მთელი 8 წლით... ყვებიან, რომ ამ პერიოდში, დახვეწილად დახვეულ, მაგრამ „მტრული კულტურის მატარებელ“ საქსოფონებს სახალხოდ უწყობდნენ სასამართლოებს და „ასწორებდნენ“... საჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ა.ჟდანოვის საყვარელი ფრაზა კი იყო იყო (რა თქმა უდა, საკუთარი) - «От саксофона до финского ножа — один шаг»

 

კიდევ კარგი, საქსოფონის თვალში მსოფლიო ლიდერების რეაბილიტაცია შეძლო აშშ 42 პრეზიდენტმა, ბილ კლინტონმა, რომელიც, სპეციალისტების შეფასებით, საკმაოდ მაღალ დონეზე ფლობს ტენორულ საქსოფონზე შესრულების ხელოვნებას. ის თავის დროზე ოცნებობდა გამხდარიყო პროფესიონალი საქსოფონისტი,მაგრამ... როგორც საქსოფონისტის, მისი ყველაზე ცნობილი გამოსვლა შედგა აშშ პრეზიდენტად საკუთარ ინაუგურაციაზე...

 

ბოლოს კი მინდა ავღნიშნო... ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ ადოლფ საქსი ამპარტავანი კაცი იყო და თავის ინსტრუმენტს თავისივე სახელი შეარქვა... სინამდვილეში საქსმა მომავალ საქსოფონს დაარქვა „მუნდშტუკიანი ოფიკლეიდი“, ხოლო რამდენიმე წელიწადში, ფრანგი დირიჟორი და კომპოზიტორი, ჰექტორ ბერლიოზი გამოვიდა ინსტრუმენტის საქსოფონად გადარქმევის ინიციატივით...

 

1868 წლის 23 ივნისს კრისტოფერ შოულზმა ვისკონსიიდან მიიღო პატენტი საბეჭდ მანქანაზე... ის ზომით იყო დიდი მაგიდის ხელა, მისი კლავიატურა გავდა როიალისას, მთავარი კი ის არის, რომ მბეჭდავი ვერ ხედავდა საკუთარი მუშაობის შედეგს, რადგანაც ქაღალდი განთავსებული იყო პლანშეტის ქვეშ,,,ზოგჯერ მეშინია, როდესაც მახსენდება, რომ კომპიუტერებამდე მეც ხელის საბეჭდ მანქანაზე ვბეჭდავდი, თანაც, არა მხოლოს ელექტრულზე...

 

ბოლოს კი, მთავარი თემა... სწორედ ამ დღეს, 1889 წლის 23 ივნისს დაიბადა ანა ახმატოვა... სულ იმას ვჩივი, რომ რატომ არ დავიბადე ერთი თვით ადრე, ჩვენი დაბადეების დღეები მაინც ხომ დაემთხვეოდა ერთმანეთს... უფრო სწორედ... დაბადების დღეები-ც, რადგანაც კეხით ისედაც ვგავარ)))

 

იმდენი რამ დამიწერია ახმატოვაზე, რომ აღარ ვიცი რა დავწერო. მითუმეტეს, ყვალამ ჩემზე უკეთესად იცით ყველაფერი... ანას ლექსებია მთავარი, ვინ და როგორ აღიქვამს, თორემ მთელი მისი ცხოვრება იყო შესანიშნავი, სრულიად ალოგიკური და არაპროგნოზირებადი...

 

მან ვერ შეიყვარა ძალიან ნათელი კაცი და დიდი პოეტი, ნიკოლაი გუმილიოვი, რომელიც მას აღმერთებდა და იმისგან, ვინც აფრიკის ჩადის რესპუბლიკის ჟირაფის დავხეწილობას ამჩნევდა, გაიქცა პარიზში, ფაქტიურად უცნობ ბუნტარ მხატვარ მოდელიანისთან, რომელსაც ეცვა იმ დროისთვის .სრულიად მიუღებელი ყვითელი ველვეტის შარვალი და ყვითელივე ქურთუქი.. არ ქონდა სახლ-კარი და ეძალებოდა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, მაგრამ ანა შინაგანად გრძნობდა მის ნიჭს, სულიერ გრაციასა და არისტოკრატიზმს... სხვათაშორის, ანა ყვებოდა, რომ როდესაც ისინი ერთად იყვნენ, მას არასდროს უნახია მოდელიანი მთვრალი ან ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ... რაც ნიშნავს იმას, რომ ის სინამდვიეში არც ლოთი იყო და არც ნარკომანი...

 

დღემდე უცნობია, პლატონური სიყვარული ქონდათ თუ ვნებით სავსე... მიუხედავად იმისა, რომ მოდელიანიმ ნახევრადგაშიშვლებული ანას 16 სურათი დახატა, რომლიდანაც ერთი პოეტს სოცოხლის ბოლომდე თავთან ეკიდა...

 

არა და, რა მნიშვნელობა აქვს, რა აკავშირებდათ, როდესაც აკავშირებდათ ყველაზე მთავარი... საოცარი ერთიანობისა და შერწყმის გრძნობა...

 

მოდელიანიმ ანას აჩუქა განუმეორებელი წუთები, რომლებმაც სავარაუდოდ, ახმატოვას გადაატანინა ყველა ღალატი და ტკივილი, იმედგაცრუება და მთლად უიმედობა...

 

მათი დაშორებიდან მხოლოდ 50 წლის შემდეგ, ახმატოვამ მოყვა, რომ მათი რომანის დროს, ამადეო ისეთი ღარიბი იყო, ანას ვერსად ვერ პატიჟებდა და ისინი საათობით ისხდნენ საყვარელ ლუქსემბურგის ბაღში... თანაც, მოურგებელ სკამებზე, რადგანაც მყუდრო სავარძლებში ფული იყო გადასახდელი... ისინი დილამდე დასეირნობდნენ ღამის პარიზში... ანა მას საკუთარ ლექსებს უკითხავდა და მე მჯერა, რომ ამადეოს, რუსული ენის უცოდინრობის მიუხედავად, ყველაზე მეტად ესმოდა ამ ლექსების სიღრმე და ჟღერადობა...

პარიზის შემდეგ, ანამ დაწერა ცნობილი ლექსი...

 

О, не вздыхайте обо мне,

 

Печаль преступна и напрасна,

 

Я здесь, на сером полотне,

 

Возникла странно и неясно.

 

ის მთელი ცხოვრება ამტკიცებდა, რომ არცერთი ლექსი არ მიუძღვნია მხატვრისთვის...

 

არ მჯერა...

 

მახსენდება ანას სიტყვები - „ის, რაც ჩვენს შორის ხდებოდა , ორივესთვის იყო ჩვენი - მისი ძალიან მოკლე და ჩემი ძალიან გრძელი ცხოვრების წინაისტორია“...

 

ანა ახმატოვა იხსენებდა, რომ ერთხელ, ის ესტუმრა მოდის ვარდების თაიგულით, მაგრამ ის სახლში არ დახვდა... ანა გაბრაზდა და მოაცილა ვარდებს ფურცლები და კართან დააგდო... მერე კი ამადეოს, მისგან საყვედურების საპასუხოდ, უბრალოდ უთქვამს _“რა ლამაზად იდო ის ფურცლებიო“...

 

გისურვებთ სიყვარულით და ვარდის ლამაზი ფურცლებით სავსე დღეს... რა თქმა უნდა, საქსოფონის ფონზე!

 

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი