logo_geo
SOS! – „რუსთავი 2“-მა ეთერის გათიშვის წინაც იცრუა!
- +

18 თებერვალი. 2017. 02:19



„და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ამ წუთებში გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ამ წუთებში მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაშია გადაყვანილი, მას სავარაუდოდ გულის შეტევა აქვს", - განაცხადა „კურიერის" წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა.


როგორც ხედავთ, მდგომარეობის საგანგაშოდ დახატვის დიდოსტატები ნამდვილად არიან სააკაშვილის მართვად ტელევიზიაში.


არადა, როგორც ჩაფიძის კარდიოლოგიური ცენტრის სამედიცინო დირექტორი ზაზა ლაზარაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, მამა გიორგი მამალაძე სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან საღამოს რვა საათზე გადაუყვანიათ ჩაფიძის კლინიკაში და შესაბამისად, ცხრასაათიან „კურიერშიც" თავისთავად შეეძლოთ ამ ინფორმაციის გაჟღერება. მითუფრო, არავითარი საგანგაშო სიტუაცია ამჟამად არ არის. მამ გიორგი მამალაძე გონების კარგვის დიაგნოზით მიიყვანეს კლინიკაში, რაც მას, როგორც თავად აცხადებს თურმე, ბოლო რამდენიმე წელია, რაც ახასიათებს (!)


ამჟამად მას აუცილებელი კვლევები და მკურნალობა უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.



 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი