logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: დიახ, სწორედ 7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი და 26 მაისი იყო ამათი რეალური სახე!
- +

29 ნოემბერი. 2019. 02:21

 

 


მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის აქციის წყლის ჭავლით დაშლის ფაქტს ეხმიანება და პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დარბევას იხსენებს. 

 

 

"ისე ურცხვად და უტიფრად ივიწყებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს, თითქოს დიდი სუფრა ჰქონდათ გაშლილი, უპოვრებს აპურებდნენ იმ დაწყევლილ დღეებში და თავმდაბლად არ იხსენებენ მხოლოდ...  არადა, თავადაც გახლდით იმ დღეებში დაზარალებულიც და რეზინის ტყვიებით დაცხრილულიცდიახ, სწორედ 7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი და 26 მაისი იყო რეალური სახე ამ ნაძირლებისა!  დღეს არ აწყობთ და არ იხსენებენ არც 26 მაისს, ჯიხურების თავზე შემოყრილ გვამებს და გველურად სისინებენ წყლის ჭავლით დაშლილ აქციებზე...

 

არადა, როგორც ვახტანგ გომელაურს დაქვემდებარებულმა პოლიციურმა ძალებმა დაშალეს (!) კანონის დამრღვევები, მგონი, ბოლო წლების ისტორიას მსგავსი დაშლა(!) არც ახსოვს!

 

არადა, რომ ვუკვირდები, ამათზე ახლა მართლა ალალია შინაგან საქმეთა მინისტრად მერაბიშვილი და აქციის მთავარ დამშლელ ძალად - ახალაია! (სულერთია - რომელი!)

 

არადა, რომ ვუკვირდები, ამათზე მართლა ალალია პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი და კაკალაშვილის პოეზიით გამთბარი ძვლები მერე გენახათ...…

 

არადა, ამათზე, მგონი, მართლა ალალია დუჟმორეული თარგამაძე (გივი) და „სულის ამოხდა“ მერე გენახათ!", - წერს გიორგი მამაცაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

 

 

 

big_banner
არქივი