logo_geo
ლექსი, რომელიც სტალინმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა
- +

25 მარტი. 2020. 13:14

 

 

იოსებ სტალინის ლიტერატურული ფსევდონიმი ''სოსელო'' გახლდათ. სწორედ ამ ფსევდონიმით დაწერა ლექსი ჯუღაშვილმა, რომელიც ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა.

 

 

 

 

კურთხეულ იყოს შენი სამშობლო

დედის ძუძუჲ დიდჭირნახული,

რომელიც არის შენი ტაძარი

რასაც შესწირე სამსხვერპლოდ გული.

 

 

 

კურთხეულ იყოს ის დედა ენა,

რომელიც გიყვარს ერთგულსა შვილსა

რომლითაც ნანა აკვანს გსმენია

ალერსს გაგონებს დედისას ტკბილსა!

 

 

 

სანამ დასავლით მზე არ ამოვა

და მისი სხივი არ გაშავდება,

მანამ ქართველი კაცის გულშიაც

შენი სახელი უკვდავ იქნება.

 

 

მამა-შვილობით ნება გვიბოძე

ლოცვა შევვედროთ ჩვენ ღმრთისმშობელსა

რომ შენისთანა ბევრი გვაღირსოს

და შენ გაცოცხლოს მრავალსა წელსა.

 

-------------------

სოსელო

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი