logo_geo
რატომ არ წაიყვანეს 1982 წლის მუნდიალზე დავით ყიფიანი?
- +

13 მაისი. 2020. 18:44

 

 

ყოფილი სსრკ-ის პერიოდში, ქართველ სპორტსმენებს "დიადი ქვეყნის" შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად უხდებოდათ ასპარეზობა. იმ ხანად საერთაშორისო სარბიელზე გასვლა რთული საქმე იყო და ჩვენებურებიც საკუთარ ქართველობასა და პატრიოტიზმს საბჭოთა "ძმური" ეროვნების წარმომადგენლებთან შეხვედრებისას ამტკიცებდნენ.

 

 

ამათგან განსაკუთრებული "ხიბლი" მაინც რუსებთან პაექრობებს ჰქონდა. ისინი ხომ ყველა სხვა ეროვნებებს ზემოდან უყურებდნენ და სპორტშიც უპირობო გაბატონებისაკენ მიისწრაფოდნენ.

 

 

მრავალი ჩვენებური ფეხბურთელი დაჩაგრეს თავის დროზე რუსებმა, მაგრამ ამათგან მაინც დავით ყიფიანის "ისტორიაა" გამოსარჩევი.

 

 

1982 წელი

 

 

წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დათოს ნაცვლად მოსკოვის "სპარტაკის" მოთამაშე იური გავრილოვი წაიყვანეს. ყიფიანის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ დათო "ზედმეტად ქართველი" ფეხბურთელი გახლდათ. სსრკ-ის ნაკრები კი მაინც რუსებისა იყო. გუნდი მათი ფილოსოფიით თამაშობდა და მასში უფრო კარგ "ხელოსანს" შეიყვანდნენ ვიდრე ხელოვანს. იმხანად საბჭოთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კონსტანტინე ბესკოვი იყო. იმ პერიოდიდან დიდი დროა გასული და საინტერესოა თუ როგორ გაიხსენებდა 1982 წლის პერიოდს სსრკ-ის ეროვნული გუნდის იმდროინდელი თავკაცი.

 

 

რამდენიმე წლის წინ ბესკოვს ჩვენებური მასმედიის წარმომადგენლები ესაუბრნენ. კონსტანტინ ივანიჩმა ყიფიანის იგნორირების შესახებ შემდეგი განაცხადა:

 

 

"ეს დრომოჭმული თემაა, რომელსაც უამრავი ჭორები მოჰყვა და მათ სიმართლესთან არაფერი აქვთ საერთო. მე ეროვნული ნიშნით მოთამაშეთა შერჩევისას არასოდეს მიხელმძღვანელია და რატომ უნდა დამერღვია ეს პრინციპები ყიფიანის შემთხვევაში?

 

 

გახსოვთ, რამდენი თბილისელი და კიეველი ფეხბურთელი იყო საბჭოთა ნაკრებში 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე? ძალიან ბევრი. ყიფიანს მაშინ თამაში არ შეეძლო. ხომ არ შეიძლება მოედანზე დაშავებული ფეხბურთელი გამოიყვანო? კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დავით ყიფიანის ნიჭს ძალიან ვაფასებდი, მაგრამ მე ობიექტური მდგომარეობიდან გამომდინარე ვხელმძღვანელობდი".

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი