ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
ეეეეუფ, ასეთი წერილი რომ მიგეღოთ, რა სატანჯველში ჩავარდებოდით... ძალიანაც კარგი, ეს სიტყვები რომ არ დამკვიდრდა! ( ამჯერად გაახლეთ ლექსიკონით)
ჩემო, ის ის იყო, დავტოვე ქვეგრიალას რონოდა და ამოვედი დუღაბფენილზე, გავხსენი ჩალათა თქვენგან გზავნილი, საინტერესო სვლაგეზით, გვარდუცი დავდე, გვაბანაკი შევიხსენი, წუმწუმას გავკარი, გლარჯმილას მოვუკიდე და წავიკითხე- ისე გეწერათ, წვრილმანდიდითაც გაჭირდებოდა ამოკითხვა. სახლში დავბრუნდი თუ არა, დენცქვიტას არ გავკარებივარ, ვარყალი მოვძებნე, სანთელს მოვუკიდე, ორთომელი დავიდგი, ჩაროზიც იქვე დავდე, თუმცა წრაწი მერჩივნა და წავიკითხე , ერთი ასდანითაც ვერ გეთანხმებით, ამას გუშინ სატუცავით ჩამოსულიც არ ჩაიდენდა. ახლა ელსმენი რო მქონდეს უკეთ გეტყოდი სათქმელს, ვნატრობ ჰაერმდღვებავს, რომ შენთან მომიყვანოს მალე... შენი სალთი
სალთი - მატო, ბერბიჭაზეც იტყოდნენ
გულამბარი- გულსაბნევი
ორთომელი - ფეხიანი ღვინის სასმისი, ბოკალი
ჩაროზი - ტკბილეულობა
ვაჟინი- დადუღებული შაქარი
ნარაჯი-კომპოტი
"ჯალაშა- მარლა, ბამბის ქსოვილი
წვრილმანდიდი -მიკროსკოპი
ჩალათა - კონვერტი
ყელფანდურა -ვიოლინო
შორენკეცი-აგური
გლარჯმილა -სიგარეტი
ასდანი- პროცენტი
გვარდუცი - ჩემოდანი
ქვეგრიალა – მეტრო
ელსმენი – ტელეფონი
ტელეხედვა – ტელევიზია
დუღაბფენილი – ტროტუარი
სვლაგეზი – მარშრუტი
გვაბანაკი – პალტო
რონოდა – ვაგონი
მოწოწნიკი – სოსისი
დენცქვიტა – შტეფსელი
კროჭი – ონკანის მოსაჭერი
ჰაერმდღვები - ვერტმფრენი"
სატუცავი- რეზინის ფეხსაცმელი კალოშები
ვარყალი- სასანთლე, შანდალი
წრაწი-კისელი
წუმწუმა- ასანთი