logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ძალიანაც კარგი, ეს სიტყვები რომ არ დამკვიდრდა!
- +

20 ივნისი. 2020. 13:20

 

 

 

ეეეეუფ, ასეთი წერილი რომ მიგეღოთ, რა სატანჯველში ჩავარდებოდით... ძალიანაც კარგი, ეს სიტყვები რომ არ დამკვიდრდა! ( ამჯერად გაახლეთ ლექსიკონით)

 

ჩემო, ის ის იყო, დავტოვე ქვეგრიალას რონოდა და ამოვედი დუღაბფენილზე, გავხსენი  ჩალათა თქვენგან გზავნილი, საინტერესო სვლაგეზით, გვარდუცი დავდე, გვაბანაკი შევიხსენი, წუმწუმას გავკარი, გლარჯმილას მოვუკიდე და წავიკითხე-  ისე  გეწერათ, წვრილმანდიდითაც გაჭირდებოდა ამოკითხვა. სახლში დავბრუნდი თუ არა, დენცქვიტას არ გავკარებივარ, ვარყალი მოვძებნე, სანთელს მოვუკიდე, ორთომელი დავიდგი, ჩაროზიც იქვე დავდე, თუმცა წრაწი მერჩივნა  და წავიკითხე , ერთი ასდანითაც ვერ გეთანხმებით, ამას გუშინ სატუცავით ჩამოსულიც არ ჩაიდენდა. ახლა ელსმენი რო მქონდეს უკეთ გეტყოდი სათქმელს, ვნატრობ ჰაერმდღვებავს, რომ შენთან მომიყვანოს მალე... შენი სალთი

 

სალთი - მატო, ბერბიჭაზეც იტყოდნენ

 

გულამბარი- გულსაბნევი

 

ორთომელი - ფეხიანი ღვინის სასმისი, ბოკალი

 

ჩაროზი - ტკბილეულობა

 

ვაჟინი- დადუღებული შაქარი

 

ნარაჯი-კომპოტი

 

"ჯალაშა- მარლა, ბამბის ქსოვილი

 

წვრილმანდიდი -მიკროსკოპი

 

ჩალათა - კონვერტი

 

ყელფანდურა -ვიოლინო

 

შორენკეცი-აგური

 

გლარჯმილა -სიგარეტი

 

ასდანი- პროცენტი

 

გვარდუცი - ჩემოდანი

 

ქვეგრიალა – მეტრო

 

ელსმენი – ტელეფონი

 

ტელეხედვა – ტელევიზია

 

დუღაბფენილი – ტროტუარი

 

სვლაგეზი – მარშრუტი

 

გვაბანაკი – პალტო

 

რონოდა – ვაგონი

 

მოწოწნიკი – სოსისი

 

დენცქვიტა – შტეფსელი

 

კროჭი – ონკანის მოსაჭერი

 

ჰაერმდღვები - ვერტმფრენი"

 

სატუცავი- რეზინის ფეხსაცმელი კალოშები

 

ვარყალი- სასანთლე, შანდალი

 

წრაწი-კისელი

 

წუმწუმა- ასანთი

 

big_banner
არქივი