logo_geo
მე, ალბათ, ადრე ვიყავი ძაღლი, ამიტომ მიყვარს ასე ძაღლები
- +

12 სექტემბერი. 2020. 01:48

 

 

2001 წლის 11 სექტემბერს, კომპანია Fორტუნე 500 Qუანტუმ-ის გაყიდვების მენეჯერი, მაიკლ ჰინგსონი წყნარად მუშაობდა ნიუ-იორკის ტყუპი კოშკების ჩრდილოეთ კოშკის 78-ე სართულზე... ის უსინათლო გახლდათ...

მის გვერდით იწვა მისი ნამდვილი მეგობარი, ლაბრადორი, როზელა...

როდესაც მოხდა ტრაგედია და დაიწყო პანიკა, შენობა გაივსო კვამლით და ცეცხლით, როზელამ მაიკლი გამოიყვანა ოთახიდან და მოძებნა გზა საევაკუაციო კიბემდე...

მაიკლი ყვება, რომ გრძნობდა რეაქტიული ძრავის სუნს  და იფიქრა, რომ შენობაშს თვითმფრინავი დეაჯახა...

ის მიენდო თავის ძაღლს და მისდევდა მის სუნთქვას... 78-ე სართულიდან!!!

გზაში რამდენჯერმე კინაღამ დაკარგა გრძნობა, მაგრამ როზელამ არ მისცა ამის უფლება...

როდესაც ისინი გარეთ გავიდნენ, 7 წუთში ჩრდილოეთთის კოშკი ჩამოინგრა...

როზელა მაშინაც არ გაჩერებული და მიარბენინებდა პატრონს, სანამ არ იგრძნო, რომ მართლა გადაარჩინა...

 ამავე დროს, ჩრდილოეთ კოშკის 71-ე სართულზე მუშაობდა ომარ რივერა, ასევე უსინათლო და მისი სავარძლის გვერდით მოკალათებული იყო 4 წლის ლაბრადორი დორადო, რომელსაც ეძინა

როდესაც ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი შეიჭრა კოშკში,  გაისმა ყვირილი, ოთახი გაივსო ბოლით და საშინლად დაცხა...

ომარი მიხვდა, რომ უსინათლობის გამო ვერ მოასწრებდა შენობიდან გასვლას, ბედს შურიგდა, მაგრამ დორადოს გადარჩენა უნდოდა...

ამიტომ მიეფერა და კარისკენ უბიძგა. ანუ, მიუთითა, რომ ის უნდა წასულიყო...

დორადომ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად არ შეასრულა პატრონის მითითება ...

გავიდა ოთახიდან, მაგრამ რამდენიმე წუთში დაბრუნდა და დაიწყო ცხვირით მისი კარისკენ მიწოლა...

 რივერა გაყვა და მალე აღმოჩნდა კიბეზე, რომელიც სავსე იყო ხალხით...

დორადომ ის ქუჩაში გაიყვანა და კიდევ 2 კვარტალი გაატარებინა...~

ამ დროს კოშკი ჩამოინგრა...

არ ვიცი, რა ვთქვა და რა დავამატო...

როზალი და დორადო რომ საოცრებაა, ვიცი და ასე მგონია, რომ მათი პატრონებიც...

იმიტომ, რომ ძაღლები და მათი მფლობელები ყოველთვის ერთნაირები არიან...

იცით, რამდენი რამე ვისწავლე ბოსარიონ ლაბრადოროვიჩისგან?

ახლა პატარა ბოსიკა-ბებეს ვასწავლი)))

მერე ისევ ის ნასწავლის რამეს...

ფოტოებზე - მაიკლი,  როზელა, ომარი და დოროდო და ყველა ერთად...

ისე კი, აშშ მართლა მაგარი ქვეყანაა, ასეთ ადგილას უსინათლოები რომ მუშაობენ და თან  ძაღლებს რომ უშვებენ...

 

წყარო: ლელა ანჯაფარიძის ფეიბსუქგვერდი

 

 

right_banner big_banner
არქივი