logo_geo
მანუჩარ კაჭახიძე: წუხელ, ადგა და ჩემი ეს ხელზე ნაკოცნები სულ დედაჩემს არ მიუტანა?
- +

1 აპრილი. 2017. 02:40



ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" თუ გახსოვთ ეს კადრი: ზურიკელა რომ მომაკვდავ ბებიას ჩაუსწრებს, „მოდი ბებია"? - რომ ეკითხება ოლღა, ორივე ხელით რომ მიიზიდავს და სახეზე იკრავს შვილიშვილს.


ასე ორი ხელით მიკრა გულში და მეფერა საკუთარი შვილიშვილისავით ნაზიკო ბებიამ. სულ შუბლზე მკოცნა, საკუთარ სალომეს რომ აკოცებდა, და გვანცას, ზუსტად ისე.


ჩემთვის მძიმე იყო საერთოდ იმ ქუჩაზე მისვლა...

 

პირველ მისვლაზე ისე შევიპარე, თვალები რომ არ გამქცეოდა ჩემი ფანჯრებისაკენ - იქ, სადაც ბაბუა დავტოვე, ჩემი გვარის უკანასკნელი მოჰიკანი... სადაც ერთ დროს მამა იყო ბედნიერი... სადაც ჩემს დედას, ჩვენზე ფეხმძიმეს, ინსტიტუტიდან მოსულს, სულ უყვარდა აი, ამ აივანზე ჯდომა, ახლა რომ ვდგავარ...


ნაზიკო ბებია მეზობელი იყო ჩემების...


გეგონება, ყველაფერი ისე იყო გაყინული... წარმოსახვით ვცდილობდი დამეხატა ის, რასაც აგერ, ნაზიკო ბებია მიყვება... შუადღეა ახლაც, ინსტიტუტი რომ მთავრდება, ზუსტად ის დროა...


და ფიქრებიდან მაფხიზლებს მისი სიტყვები: - მისი შემოდგაფუნება მენატრებაო...


დედაჩემზე ამბობს...

 

მეორეჯერაც მალე მომიწია საქართველოში ჩასვლა... იქით გავიქეცი...


დამხვდა მხნედ, შენი ნუნუკას კოცნა ჩამოგიტანე-თქო.


ახლა მე ვუკოცნე ხელები...


* * *


წუხელ, ადგა და ჩემი ეს ხელზე ნაკოცნები სულ დედაჩემს არ მიუტანა?

მონატრებაც გაქრებოდა უკვე... ერთმანეთს შეხვდებოდნენ.

 

მანუჩარ კაჭახიძე

 


 

 

big_banner
არქივი