logo_geo
დინა მირცხულავა: გაერიდეთ, მკვლელები არიან ისინი და თქვენ დროში გაწელილ თვითმკვლელებად გაქცევენ
- +

16 ნოემბერი. 2020. 13:12

 

 

 

რამდენჯერაც გითხრეს, ნუ ტირი - იმდენჯერ გატირეს.

 

რამდენჯერაც გითხრეს, ნუ გეშინია - იმდენჯერ შეგაშინეს.

 

რამდენჯერაც გითხრეს - მე შენთან ვარ - იმდენჯერ მიგატოვეს.

 

რამდენჯერაც გაზაფხულის მოსვლა გახარეს - იმდენჯერ გაგიმეტეს ზამთრის ყინვებისთვის.

 

რამდენჯერაც გასასვლელი  გასწავლეს - იმდენჯერ ჩაგიხერგეს გზები.

 

რამდენჯერაც გითხრეს, რომ ფრთები გქონდა - იმდენჯერ შეგიკვეცეს ფრთები.

 

გაერიდეთ ასეთ ადამიანებს, მკვლელები არიან ისინი და თქვენ დროში გაწელილ თვითმკვლელებად გაქცევენ...

 

 

right_banner big_banner
არქივი