logo_geo
სააკაშვილის პოლიტიკური აფერა
- +

3 აპრილი. 2017. 12:04




გამოცემა „ობოზრევატელი" მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს და მას პოლიტიკურ აფერაში ამხელს. „ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე, რომელიც მალტაზე მიმდინარეობს, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პოროშენკოს უკან ზის. ამ ფოტოებს სააკაშვილი თავად აქვეყნებს. თუმცა, სურათზე კარგად ჩანს, რომ მას ჰოლანდიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის სიბრანდ ვან ხაერსმი ბუმის ადგილი უკავია.


როგორც ჩანს, ეს ადგილი სააკაშვილმა იმიტომ შეარჩია, რომ უფრო ახლოს ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან. ამ უკანასკნელის ადგილი სწორედ ჰოლანდიის წარმომადგენლის წინ იყო.


უცხოური მედიის ცნობით, სხვა სურათებზე, რომლებიც შემდეგ გამოქვეყნდა, ჩანს, რომ სააკაშვილის მაგიდაზე ფირნიში შეცვალეს.


გამოცემა „ობოზრევატელს" თავისმა წყარომ კონგრესის მონაწილეთა რეგისტრაციის დოკუმენტი გადასცა, სადაც სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის სტატუსითაა მოხსენიებული. როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს.


აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის რადიკალური პარტიის ლიდერმა ოლეგ ლიაშკომ.


„ევროპის სახალხო პარტიის" კონგრესზე სააკაშვილი საქართველოს სახელით წარდგა. ო, რა მატყუარაა! ქართველებს კურდღელივით გაურბის, რომ მკვლელობისა და კორუფციის გამო არ დააპატიმრონ, ხოლო უკრაინელებს მათი ქვეყნის სიყვარულში ატყუებს", - დაწერა მან facebook-ზე.





 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი