logo_geo
კობა არაბული: ეს გაუნათლებელი და სამშობლოს სიყვარულის გარეთ მყოფი პარტიების ხროვა პარლამენტს გარეთ უნდა დარჩეს და დაიშალოს!
- +

13 დეკემბერი. 2020. 17:40

 

 

„ბოზო, როსკიპო დიაცო, საქმრო რად მოაკვლევინე?!“ – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ წერია ეს სტრიქონი – ქალმა მართლაც მოაკვლევინა საქმრო და სახელმწიფოს ამით ხიფათი შეექმნა. ასევე, „დიაცის ბოზობამ“ დაანგრია ტროა, გამოიწვია ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ომი!

 

ფოლკლორი გვეუბნება, რომ „დალივნა თათხელიონნი დიაცთა ენობამაო“... და, მართლაც „დიაცთა ენობას“ ამოუგდია ხევსურთა სოფელი – თათხელი (ახლამხოლოდ ამ სოფლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი არხოტის თემში). სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მეძავმა შეუკვეთა იოანე ნათლისმცემლის თავი.

 

იგივე ვითარებაა დღესაც, ჩვენი დროის „ბოზი-როსკიპი“ დიაცებიც ასეთივე და უფრო უარეს სახიფათო, საბედისწერო სიტუაციებს უქმნიან ქვეყანას: ყოველგვარ მორალს და ეროვნულ ცნობიერებას აცდენილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტური ჰარამხანის „მოენე დიაცები“ აქეზებენ და პირდაპირ ერთმანეთს „აჭმეინებენ“ საზოგადოებას... აძლევენ შეკვეთებს ვინმეს ხამობასა და განდევნაზე!.. ფაქტობრივად, სახელმწიფო და ერი „მათი სიცრუის პანდემიის“ მძევლად იქცა: ისედაც უმძიმესი ეპიდემიის და ფსიქოლოგიური სტრესის პირბოებში, ამ საოცრად მტრულმა, ვულგარულმა ტელევიზიებმა (და მათმა „პომადიანმა ბულდოგებმა“) ქვეყანას ცხოვრება პირდაპირ კოშმარად (ჯოჯოხეთად) უქციეს... სამწუხაროდ, ვერც ხელისუფლებამ და ვერც ჩვენ საზოგადოებამ, ვერ შევძელით ამ კოშმარის არიდება! ამ „მოყაყანე ჭაობის“ გაჩუმება, როგორც ვაჟა იტყოდა: „წითლებს იქნევენ ენებსა, გრძელებსა, როგორც შოთებსა!“

 

„პომადიან ბულდოგად“ წოდებული „ცოფიანი“ ინგა გრიგოლია, „ტვ პირველის“ „წმიდა ძროხებთან“ ერთად (გვარამიასთან სინქრონში) პირდაპირ ეთერიდან მართავენ რევანშისტ-ნაცისტთა პარადებს თბილისის ქუჩებში... მთელი ღამე, თენებამდე მიკროფონებით მისდევენ და მიუძღვნიან ნარკოლიბერალების ბრბოს: ყურში ჩაბღავიან, რომ არ ჩაეძინოთ, არ მოასვენონ ქვეყანა და ხელისუფლება, რაც შეიძლება შეარყიონ ქვეყნის იმიჯი, დაანგრიონ კულტურა და ეკონომიკა, ტრადიციები... „კარგად გაავრცელონ“ ეპიდემია, რომ ექიმებს და ხელისუფელბას მეტი პრობლემა შეექმნას: სამწუხაროდ, ასეთი უზნეო, დაუჯერებლად მტრული ოპოზიცია ჰყავს ჩვენ ქვეყანას...

 

საზოგადოებას კარგად უნად ახსოვდეს ამ ნახელისუფლარი ვანდალების ნამოქმედარი: არც ტერიტორიების დაკარგვა, არც ქუჩებში და მორგებში ადამიანებისთვის „სულის ამოხდა“, არც გვამების შემოწყობა სახურავებზე, არც „კუბდარა“ ბოკერიების მიერ სვანური კოშკების და მონუმენტების აფეთქება, არც კამაზებით ტაძრების ნგრევა და პატიმრების ამოხოცვა... არც 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი ტერორი არ უნდა გვავიწყდებოდეს!!! მით უფრო, დაუვიწყარია რიყედან „კურდღელივით გაქცეული“ და ბაზალეთში „ტახტის ქვეშ გადამალული“, ლეიბორისტების მამფალი ნათელაშვილი“ (სააკაშვილის სიტყვებია), ანდაც, რუსთაველზე ნაციონალების მიერ „დაუთოვებული“ ბურჯანაძე – რომელიც ახლა ისევ მათ (თავის მახრჩობელებს) რომ მიუცუნცულდნენ, „სირცხვილის კორიდორებს“ საზოგადოებას კი არა, საკუთარ თავს უნდა უწყობდნენ: ეს მართლა სამარცხვინო, ყველა ომიდან გამოქცეული ჭილყვავები, მხოლოდ შური და ზიზღი „სხვისა სიკეთესა და ღირსებასა ზედან“ რომ აერთიანებთ.

 

არც დარბეული „იმედი“ და ზონდერებისგან მიწაზე დაყრილი კოლეგა ჟურნალისტები ახსოვს „პომადიან ბულდოგს“ და მისი ჰარამხანის „თავისუფალი ყოფაქცევის ძროხებს“, რომ კვლავ სააკაშვილის ნარკო-ლიბერასტულ-რევანშისტული აჯანყების რუპორებად იქცნენ? – განა არ იციან, თუ მობრუნდნენ რა „წირვას გამოუყვანენ“ ქვეყანას?!

 

საზოგადოება შოკშია ეპიდემიით და ამ ველური ფაშისტი-რევანშისტების დაუსჯელობის განცდით! გაუგონარი დანაშაულია ამ ტიპის დემოკრატობანა და დემონსტრაციები, ასევე გაუგებრობაა ასეთი თავაშვებული, უმართავი ანარქიის დაშვება სახელმწიფოს მიერ, ასეთ ურთულეს ვითარებაში.

 

ყველას უნდა გვესმოდეს: რაც ახლა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქალაქის ქუჩებში, ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლებისთვის ბრძოლა, ეს არის ნარკოლიბერალურ-სოროსულ-ფაშისტური, ბნელი „კორონალური კლანების“ ჰიბრიდული ომი ქართველი ერის წინააღმდეგ: მისი ცნობიერების, მისი კულტურის, მისი სახელმწიფოებრიობის დასანგრევად! ეს ველური, გაუნათლებელი და სამშობლოს სიყვარულის გარეთ მყოფი პარტიების ხროვა პარლამენტს გარეთ უნდა დარჩეს და დაიშალოს!

 

მაგათ არ უნდათ არც სამშობლო, არც პატრიარქი, არც კაცი პატრიოტი და ქველმოქმედი, რომელსაც რაიმეს კეთება შეუძლია: ჩემი უცვლელი რწმენაა%: ივანიშვილმა ერთხელ უკვე გადაარჩინა ერი, ის განგებამ ამისთვის მოუვლინა ქვეყანას... ახლა ერი გადარჩენილა მის მიერ და მას მოვლა და სიმშვიდე სჭირდება, ესენი კი ანგრევენ... საზოგადოებამ ეს უნდა გააცნობიეროს და ამ უსაქმური (შურის მაძიებელი) ბრბოსგან დაიცვას იგი!

 

„წადი, წადიო“ რომ დასჩხავიან... ივანიშვილი რომ წავიდეს, ვინ დარჩება აქ? მელია-ბოკერიები? ხოშტარია-სამადაშვილები? ბურჯანაძე-მაჭუტაძეები? ხაზარაძე-ოქრიაშვილები? რურუა-გუგავა-შალიკოები? „რიბენთროპი“ ბარამიძე და დანა-ჩანგლიანი „სანჩო-პანსა ტილიანი ბაქრაძეები“, „გირჩები“ და სხვა მისთანანი?! ანდაც, სააკაშვილის ჭაობში ჩამხტარი, სამარცხვინო, გუბაზის ტიპის გოიმი გომბეშოები?! – „ჰაი, დედასა მტრისასა, პატრონსა შავის ცხვრისასა, ცხვრის ტყავიანის მგლისასა!“

 

თუ კიდევ ესენი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში, მართლა რა ეშველება ამ ქვეყანას? ერთხელ ხომ „გადახნეს“, გააუპატიურეს და „შეიწყალეს“?! ახლა ვინმე დაინდობენ და „შეიწყალებენ“ საკუთარ მიცვალებულთა გვამებზე მროკავი კენტავრები?! ესენი ახლა ქუჩებში რომ დაშლიგინებენ და პირდაპირ პანდემიას აბერტყენ თავზე საკუთარ ხალხს: მშობლებს, შვილებს, მოხუცებს... უშველიან ქვეყანას?! მათ არ აინტერესებთ ხმების დათვლა და რაიმეს დათვლა („ტრუპების“ გარდა!), რადგანაც ამ „ტრუპებმა“ და „რიბენთროპებმა“ მიიღეს იმაზე გაცილებით მეტი, რაც ეკუთვნოდათ, ეს კარგად იციან... მაგრამ შურისძიების და რევანშის ვნება არ აცხრობთ...

 

ხოლო ინგა გრიგოლიას „ჰარამხანის“ ტიპის მოენეთა მაზოხისტურ-მაზომბირებელი „სიცრუის პანდემია“ არანაკლებ სახიფათოა ერისთვის. ამომრჩეველს მოვუწოდებთ: უარი უთხარით ამ ფაშისტ(ის მიზანთროპების სექტას. ისინი ქუჩაში უნდა ჩარჩნენ! გაემიჯნეთ ნულპროცენტიან „ეშმაკის ჭლიკებს“... ისინი უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური სივრციდან ამ ღობემძვრალების ადგილი პარლამენტში ნამდვილად არ არის.

 

ძალიან კარგია, რომ უფალს ისინი პარლამენტისკენ არ მიჰყავს!!!

მოვუაროთ სამშობლოს!

მოვუფრთხილდეთ სამშობლოს!

 

საზოგადოება „ოცნებისგან“ და ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს: დაიცვას „მისი წილი“ ხმები, რომელიც ქართველმა ხალხმა მათ – ბიძინა ივანიშვილს და „ოცნების“ ხელისუფლებას მისცა, ნუ დაგვასვით თავზე ეს ვანდალები, – „კოჰაბიტირებული“ ჯალათები! ხელისუფლებამ დაიცვას ერი კორონას პანდემიისგან მკაცრი საკარანტინე და საკომენდანტო რეჟიმებით, თუნდაც ისე, ხევსურებმა რომ შეძლეს ანატორში „ჟამთა ჩამოდგომის“ დროს!.. უმკაცრესად დაისაჯოს, ყველა ვინც ხელს უწყობს მომაკვდინებელი პანდემიის გავრცელებას, ერის სიცოცხლეს პოლიტიკურ ამბიციებს წირავს!

 

კობა არაბული

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი