logo_geo
გიორგი მამაცაშვილი: აღარ გვინდა შედარება და მითუფრო - მორალის კითხვა ორგვამას მხევლებისგან!
- +

24 დეკემბერი. 2020. 20:36

 

მერაბიშვილის და ახალაიას ხელისბიჭები და ტუტუცები(!) მორალს რომ გვიკითხავენ, მართლა უბედურებაა! ყველას კარგად გვახსოვს ორგვამა მერაბიშვილის ჩატარებული სპეცოპერაციები და სისხლის გუბეები!

 

გვახსოვს ახალაიების ჩატარებული სპეცოპერაციები ციხეებში და ცელოფნებით გატანილი გვამები!

 

გვახსოვს!

 

და აღარ გვინდა არც შედარება, არც მითუფრო - მორალის კითხვა ორგვამას მხევლებისგან!

 

გომელაურის უწყებას, ფაქტია - ერჩიან და ერჩიან იმ მედიისა თუ ე.წ. პოლიტიკური გუნდების წევრები, უგულავასგან და სააკაშვილისგან ძვირფასი საჩუქრების მიღებას რომ არ ერიდებოდნენ და მერაბიშვილის ერთ გაღიმებაზე სიამოვნებისგან ძუძუს გოჭებივით იყვნენ გატრუნულნი...

 

შსს დღეს სრულიად აპოლიტიკურია და ამით სალაყბო და საშანტაჟო საკბილო გამოელიათ პოლიციელზე ხელისამწევი გრიშა ვაშაძის პოლიტიკურ მხევლებს! (არ მითხრას არავინ - ვაშაძე წარსულიაო... მათი წარსულისა და მომავლის გზები კოლექტიურ მერაბიშვილ-სააკაშვილ-ახალაიებზე გადის დღესაც, რაც უნდათ მარტივ მამრავლებად დაიშალონ და გაიშალონ...)

 

ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის... ჰოდა იაროს ამ "ქარავანმა" კანონისა და კონსტიტუციის  სავალზე და სხვებმა იყეფონ, რამდენიც სურთ.

 

პრინციპში, მათი მიზანიც ესაა, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ - ისინი ყეფენ, ჩვენ კი თავს ვიმართლებთ, რომ აქლემები არ ვართ...

 

P.S.

 

სექტანტებს კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახლა, იმ კოვზით თავისას მიირთმევენ. შეერგოთ.

 

სახელმწიფოს მშენებლობას აგურს ვერავინ მოაფშვნის!

 

 

 

right_banner big_banner
არქივი