logo_geo
ნიკოლოზ პატარქალიშვილი: პელესგან შობა-ახალი წლის მოლოცვა მივიღეთ!
- +

28 დეკემბერი. 2020. 17:48

 

 

„არგენტინის სახლი საქართველოში“ დამფუძნებელს ნიკოლოზ პატარქალიშვილს, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა პელემ  შობა-ახალი წელი მიულოცა.

 

ამის შესახებ ნიკოლოზ პატარქალიშვილმა „რეპორტიორს“ უამბო.

 

„მიმდინარე წლის 26 დეკემბერს, ბრაზილიიდან,  შობა-ახალი წლის მოლოცვა მივიღეთ  ბ.ნ პელესგან, მისი პირადი მრჩევლის ბ.ნ  ფორნოს მეშვეობით.

 

ამ მოლოცვის მიღებისას,  უმალვე შედგა ჩვენსა და ფორნოს შორის სატელეფონო საუბარი. ფორნოს დიდი მადლობა გადავუხადეთ გულთბილი მოლოცვისთვის და ვაცნობეთ, რომ ამ დღეს,  მე და 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეს მექსიკაში, ბ-ნ რევაზ ძოძუაშვილს,  ჩართვა გვქონდა ტვ "არგოსთან"- ალეკო კაკაურიძის გადაცემაში,  სადაც უნდა გვესაუბრა "არგენტინის სახლი საქართველოში" მასშტაბური პროექტის შესახებ, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელების - მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის ხსოვნისადმი მიძღვნილ საერთაშორისო  ტურნირს "პელეს თასზე".  აგრეთვე,  1965 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით, ხუთ ფიგურიანი სკულპტურული კომპოზიციის შექმნას, რომელზეც ასახული არიან: გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, პელე, მიხეილ მესხი და ანზორ კავაზაშვილი.

 

საერთაშირისო ტურნირი განხორციელდება დევიზით: "ფეხბურთი,  როგორც დროთა კავშირი, მშვიდობისა და მეგობრობისათვის".

 

საყურადღებოა, რომ ბრაზილიელები დიდ ყურადღებას იჩენენ "არგენტინის სახლი საქართველოში" სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტზე, რომელის შესახებაც  არაერთხელ გამოქვეყნდა მათ გამომცემლობებში. ასევე, გამოქვეყნდა არგენტინისა  და საქართველოს გამომცემლობებშიც.

 

 სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის განხორციელების მიზნით, საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია არა ერთი წერილი  საქართველოს პრემიერ-მინისტრების სახელებზე, რომელზეც ვითხოვდით და ახლაც ვითხოვთ,  მათ მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან პროექტის განხილვა დაევალათ სამინისტროებს საგარეო და სპორტის მიმართულებით, მაგრამ სამწუხაროდ პასუხები ჯერ-ჯერობით  არ ჩანს!!

 

პროექტმა მოწონება დაიმსახურა და ლოცვა-კურთხევა მიიღო, მის უწმინდესობასთან  შეხვედრისას,  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-გან.

 

აღსანიშნავია, რომ ბ-ნ ბიძინა ივანიშვილისგან მიღებული გვაქვს მხარდაჭერა  პროექტის განხორციელებისა და პელეს საქართველოში მოწვევის  შესახებ!

 

იმედს გამოვთქვამთ, ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი, ბ-ნი გიორგი გახარია, დიდი გულის ყურით მოეკიდება  პროექტის განხორციელების საკითხს,  რომლის განხორციელებასაც  ვგეგმავთ, 2021 წლის შემოდგომაზე“, - განაცხადა ნიკოლოზ პატარქალიშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი