logo_geo
მოსაკლავად დამდევდნენ - სოკოლოვი ცხოვრებისეულ სირთულეებსა და „თვითმფრინავის ბიჭების“ ამბავზე
- +

2 თებერვალი. 2021. 01:07

 

ობლობა, მთაწმინდა, „ლაღიძის წყლები“, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ტელევიზია, რადიაო  და დიდი პოპულარობა - ეს ყველაფერი ლეგენდარული წამყვანის, დავით სოკოლოვის ბიოგრაფიიდან საკვანძო სიტყვებია.

 

წარმოდგენა არ ჰქონდა რომ უნიკალური ხმის პატრონი იყო, ტელევიზიაში მუშაობაზე ვერც ოცნებობდა - „იქ მხოლოდ გამორჩეულების ადგილი იყო“, მთაწმინდაზე დაიბადა შესაბამისად, ლაღიძის წყლები, რუსთველის გამზირის „ბირჟები“ და მოზარდ მაყურებელთა თეატრი მისი დროის ახალგაზრდების სულიერ საზრდოდ მიიჩნევს.

 

ჩვენ დავით სოკოლოვზე გიყვებით. მან „დაიჯესტს“ უამბო, როგორ გაატარა ბავშვობა, როგორ მოხვდა ტელევიზიაში და როდის გამოუშვეს, ის სამსახურიდან...

 

ბავშვობა

 

„1936 მთაწმინდაზე დავიბადე. 1941 წლის 8 მარტს მამა მომიკლეს. ასე, რომ არც ვიცი, რას ნიშნავს მამასთან ურთიერთობა... არც ძმა მყოლია და არც და. მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახის რჩენა დედამ აიღო თავის თავზე, მან აბრეშუმის ფაბრიკაში დაიწყო მუშობა. ასე გავიზარდე მარტოხელობაში. როდესაც სკოლაში შემიყვანეს სწორედ, იმ წელს გოგონები და ბიჭები გაყვეს. ცალ-ცალკე გვიტარებდნენ გაკვეთილებს, სასაცილოა მართლაც, 1954 წლიდან, როდესაც სკოლა დავამთავრე, გოგოები და ბიჭები ისევ ერთად ესწრებოდნენ გაკვეთილებს.

 

უბანი - ურთიერთობები

 

მთაწმინდა საოცარი უბანი იყო. გაგიკვირდებათ და არ იყო, ჩხუბი, დაპირისპირება და კონფლიქტი. მაშინ სხვა ურთიერთობები იყო. ეს ცხოვრება მერე აირია, ჩემს ახალგაზრდობაში, ნარკოტიკი და იარაღი არ არსებობდა. იყო მხოლოდ „ლაღიძის წყლები“ მოზარდ მაყურებელთა „თეატრი და რამდენიმე ე.წ. „ბირჟა“. იქ ვიკირიბებოდით ახალგაზრდები ვსაუბრობდით. ერთმანეთის მიმართ დიდი პატივისცემა გვქონდა.

 

რადიო, ტელევიზია და კარიერული აღმასვლა

 

ერთ დღესაც რადიოში კონკურსი გამოცხადდა. მაშინ არც მიფიქრია ტელევიზიაზე და წარმოუდგენელი იყო, რომ იქ მუშაობა დამეწყო, იქ სხვა გავლენის ადამიანები იყვნენ. როგორც კი მივიღე მონაწილეობა კონკურსში მაშინვე ამიყვანეს. ჩემს ხმაზე გადაირივნენ. მანამდე არავის უთქვამს და არც მე ვიცოდი, თუ ასეთი კარგი ხმა მქონდა და ასე კარგად მეტყველება შემეძლო. შემდეგ მივხვდი, რა იყო საჭირო წარმატებისათვის. აქ ქართულად ლაპარაკი და კარგი მეტყველება მჭირდებოდა, მთელი საიდუმლო ქართულ ენაში იყო. მე მივხვდი, როგორ უნდა გადამეცა ამბავი მაყურებლებისთვის. მერე იყო უდიდესი პოპულარობა, ყველგან მცნობდნენ, ქუჩაში, მაღაზიაში, ბარში, პარკში. ყველა პატივს მცემდა, ყველას ვუყვარდი... წარმოუდგენლად ვუყვარდი ყველას.

 

ცხოვრების სიყვარული

 

ჩემი მეუღლე ფუნიკულიორზე გავიცანი, მე იქ სტუდიაში რეპეტიციებზე დავდიოდი. როდესაც ვნახე, მაშინვე მივხვდი რომ „ის“ იყო და არ მოვეშვი. ძალიან შემიყვარდა. დავქორწინდით. შემდგე შვილიც შეგვეძინა. ყველაფერში ვეხმარებოდი. ის რუსული გადაცემის წამყვანი იყო, მაგრამ შემდეგ სარედაქციო საქმიანობა ამჯობინა. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ძალიან ვედექით მხარში ერთმანეთს საოცარი კავშირი გვქონდა.

 

თვითმფრინავის ბიჭების საქმე - ყველზე რთული გადმოსაცემი იყო, საშინელება ხდებოდა

 

35 წელი ეკრანზე ვიყავი, ბევრი რამ გადმომიცია, ბევრი რამ მომხდარა, ერთ-ერთი ამბავი, რომლის გადმოცემაც გამიჭირდა თვითმფრინავის ბიჭების საქმე იყო. ეს საშინელი ამბავი ყო, მაგრამ მაგალითი სხვებისთვის რომ ასეთი რამ აღარ უნდა მომხდარიყო. ეს არ იყო უბრალოდ ფაქტი, ეს იყო მოვლენა, იმ დროში სასწაული ამბავი მოხდა.

 

იმ ბიჭებს შორის იყო ინტურისტის თავმჯდომარის მოადგილის შვილი, მას ქვეყნის დატოვება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ მათ სინამდვილეში ქვეყნის დატოვება და უცხოეთში წასვლა კი არ უნდოდათ, უბრალოდ ეს ქცევა სჭირდებოდათ, როგორც პროტესტი. საშინელება იყო ახალგაზრდა კაცებს, ჩემს ტოლ ბიჭებს დაემართათ უბედურება, რომელზეც ხალხისთვის უნდა მომეყოლა.

 

ტელევიზიიდან გათავისუფლება

 

1992 წლის მაისში ტელევიზიიდან გამომაგდეს. შრომის წიგნაკში დაწერეს, რომ გათვისუფლებული ვარ უდისციპლინობისათვის. ამ დროს თან მოსაკლავად დამსდევდენენ. ზვიად გამსახურდიამ შემომითვალა, თუ შევძლებდი ზუგდიდში ჩავსულიყავი. ზვიადმა მთხოვა 10-12 წუთიანი გადაცემის გაკეთება. გავაკეთეთ, გავუშვით და ისეთი რეაქცია მოჰყვა - ქვეყანაში ყველაფერი გათიშეს, ტელევიზია, რადიო, შუქი... შემდეგ გამომაგდეს.

 

ზვიადთან არ მქონდა მეგობრული ურთიერთობა, ჩვენ საქმე გვაერთიანებდა ის იყო საჭირო საქმე... მე არც გამკვირვებია ტელევიზიიდან რომ გამომიშვეს.

 

რჩევა მომავალი თაობისთვის

 

 

ქართულ ენას მიხედეთ. ეს ენა მნიშვნელოვანია. ქართულად ილაპარაკეთ, ამაში დიდი საიდუმლოა, ამ ენით ყველაფრის თქმა შეიძლება.

 

https://digest.pia.ge/ka/news/blic-interviu/mosaklavad-damdevdnen---sokolovi-tskhovrebiseul-sirtuleebsa-da-tvitmphrinavis-bichebis-ambavze

 

 

right_banner big_banner
არქივი