logo_geo
ნახეთ გალაკტიონის უნიკალური ფოტოები, რომლებიც პოეტის მოგზაურობას ასახავს
- +

3 თებერვალი. 2021. 02:59

 

 

ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული მუზეუმი ცნობილი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის არაერთ ფოტოს ინახავს, მათ შორის აქამდე არც თუ ისე ცნობილი კადრი დიდი პოეტის მწყემსებთან სტუმრობას ასახავს.

 

როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში ვკითხულობთ, ეს სურათი დავით შუღლიაშვილის პირადი კოლექციიდან არის.

 

გალაკტიონი სოფელ ოკამის მკვიდრ მწყემსებთან საუბრის დროს ახალქალაქში გადაიღეს. ფოტოს გადაღების თარიღად კი 1955 წლის ივლისია მითითებული.

 

 

შემდეგი ფოტო კი, იმავე წელს, 1955 წელს არის გადაღებული. გალაკტიონი ნაბდით… სურათი თრიალეთის საძოვრებზე, მესხეთ-ჯავახეთშია გადაღებული, რომელიც ვახტანგ გურგენიძის ფოტოებიდანაა.

 

 

გალაკტიონის ბიოგრაფიიდან ცნობილია, რომ 1955 წლის 27-30 ივლისს, ის მესხეთ-ჯავახეთში გაემგზავრა, სადაც მოინახულა: ბორჯომი, ახალციხე, ასპინძა, ახალქალაქი, ზაფხულის საძოვრები, ტაბაწყურისა და თავფარავნის ტბები, ვარძია, კუმურდო, თმოგვი.

 

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტოები სწორედ ამ მგზავრობის დროს არის გადაღებული.

 

 

წყარო : wyaro
right_banner big_banner
არქივი