logo_geo
დავით ახლოური - დღეს ყველას გვჭირდება ნიღბები, იქნებ და ეს ბოლო ჟამია...
- +

7 თებერვალი. 2021. 17:45

 

ვფიქრობ და...

ფიქრითაც ვიღლები...

ვერ ავცდით

ამ ცოდვილ ბილიკებს...

ჩვენ ისე გვიყვარდა ნიღბები,

დღეს თვითონ უფალი „გვირიგებს"...

 

ეჰ, მზეო,

ამ გულის აღარ ხარ...

გამჩენსაც შევცოდეთ, ცხადია...

იქნებ და ღმერთს ჩვენი დანახვა,

უნიღბოდ აღარც კი სწადია...

 

...ვინ მოთვლის

ადამის მახვილი,

ანგელოზს რამდენჯერ ეკვეთა,

დღეს დახლთან ხალისით დახრილნი,

კვლავ ვითხოვთ ნიღბების შეკვეთას...

 

რაღა ვთქვა,

სიტყვითაც ვიღლები,

ცრემლები შეაშრა მარიამს...

დღეს ყველას გვჭირდება ნიღბები,

იქნებ და ეს ბოლო ჟამია...

 

დავით ახლოური

 

big_banner
არქივი